ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2022 წელს - სტატისტიკა

© Pixabay / michalnavratოქროს მედლები
ოქროს მედლები - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
ქალმა სპორტსმენებმა საქართველოს გასულ წელს 37 ოქროს მედალი მოუტანეს, მამაკაცებმა – 203.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენებმა 2022 წელს საერთაშორისო შეჯიბრებებზე ქვეყნისთვის 964 მედალი მოიპოვეს. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ აქვეყნებს.
სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მოპოვებულია 695 მედალი, აქედან 240 – ოქროს, 202 – ვერცხლის და 253 – ბრინჯაოს. ყველაზე აქტიური გასულ წელს იყვნენ 16 წლამდე ასაკის სპორტსმენები. მათ მოიპოვეს 274 მედალი, აქედან 104 ოქროს მედალი.
ქალმა სპორტსმენებმა საქართველოს მოუტანეს 37 ოქროს მედალი, მამაკაცებმა – 203.
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 202 მედალი აქვს, აქედან ოქროსია 80. აქ უფრო აქტიური იყვნენ 23 წელს ზემოთ სპორტსმენები. მათ მოიპოვეს 59 ოქროს, 32 ვერცხლისა და 32 ბრინჯაოს მედალი.
ქართველმა ჟურნალისტებმა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს>>
არაოლიმპიურ სახეობებში ქალმა სპორტსმენებმა ნაკრებს მოუტანეს 13 ოქროს მედალი, მამაკაცებმა – 67.
რაც შეეხება სპორტის პარაოლიმპიურ სახეობებს, აქ საქართველო მხოლოდ მოზრდილი სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. მათ მოიპოვეს 67 მედალი, აქედან 22 ოქროს, 16 ვერცხლის და 29 ბრინჯაოს მედალი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0