მეტროს სადგური „ვარკეთილი" ზაფხულში ორი თვით დაიკეტება

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი"
მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც მაშინ 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის“ მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა.

„აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს, რა სავალალო შედეგი მოჰყვა – ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროს სადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკას, რომ ამდენი წელი მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო“, – განაცხადა კალაძემ.

პროექტის საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც, კალაძის თქმით, სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ განახორციელებს, რომელიც ამჟამად მეტროს სადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
„კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროს სადგური ეტაპობრივად დაიკეტება.
„შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რადგანაც მეტრო განსაკუთრებული ობიექტია. „ვარკეთილის“ დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროს სადგური დაიკეტება დაახლოებით ორი თვით. დაახლოებით ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში“, – თქვა კალაძემ.
© Tbilisi City Hallმეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
Восстановление станции метро Варкетили начнется 9 февраля - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება
ვარკეთილის მიმართულებით კი ავტობუსების რაოდენობა დაემატება, რათა მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0