https://sputnik-georgia.com/20230201/ganmeorebiti-teqdatvaliereba-fasiani-gaxda-274446746.html
განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა
განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა
Sputnik საქართველო
ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ დადგინდეს... 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T10:41+0400
2023-02-01T10:41+0400
2023-02-01T16:35+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895201_0:118:3000:1806_1920x0_80_0_0_ed8604935e0f35651fa00de5d2bb49da.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.ზომების გამკაცრების მიზეზი გახდა ის, რომ ხშირად მძღოლებს პირველი ტექნიკური დათვალიერებისას გაუმართავი ავტომობილი შეგნებულად მიჰყავთ, რათა შემდეგ გამოასწორონ მითითებული ხარვეზები და ავტომობილი უფასოდ გაატარონ მეორე ტექდათვალიერებაზე.„ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და გარკვეულწილად ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას“, – აღნიშნეს სამინისტროში.პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა 50 ლარია, რომელიც თვეში ერთხელ არის გადასახდელი. ამგვარად, თუ ერთი წელი ტექდათვალიერების გარეშე ივლის ადამიანი, მას 600 ლარის გადახდა მოუწევს. გადახდის გადადება არ ღირს – ჯარიმის გადახდისთვის ერთთვიანი ვადაა, შემდეგ უკვე ამას კიდევ ჯარიმა ერიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას არ გადაიხდის ექვსი თვის განმავლობაში, მას შეიძლება მართვის მოწმობა ჩამოერთვას ექვსი თვით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895201_218:0:2782:1923_1920x0_80_0_0_30666771217f943238ff6ff9468f702e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება
განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა
10:41 01.02.2023 (განახლებულია: 16:35 01.02.2023) ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველად ტექნიკურ ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა ხდება გაუმართავ მდგომარეობაში იმ მიზნით, რომ დადგინდეს ხარვეზი – განმეორებითი ინსპექტირებისთვის გამოსწორების მიზნით, აღნიშნავენ სამინისტროში.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ზომების გამკაცრების მიზეზი გახდა ის, რომ ხშირად მძღოლებს პირველი ტექნიკური დათვალიერებისას გაუმართავი ავტომობილი შეგნებულად მიჰყავთ, რათა შემდეგ გამოასწორონ მითითებული ხარვეზები და ავტომობილი უფასოდ გაატარონ მეორე ტექდათვალიერებაზე.
„ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს და გარკვეულწილად ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სრული სურათის გამოვლენას“, – აღნიშნეს სამინისტროში.
რა დაჯდება ტექდათვალიერება
ტრანსპორტის სახეობა | ტექდათვალიერების სიხშირე | პირველი ტექდათვალიერება, ლარი | განმეორებითი ტექდათვალიერება, ლარი |
რვაზე მეტ მგზავრზე გათვლილი ავტომობილი | გამოშვებიდან ერთ წელიწადში და შემდეგ ყოველ ნახევარ წელიწადში | 100 | 30 |
3.500 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთის გადასაზიდი ავტომობილი | გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ და მერე ყოველ წელიწადში ერთხელ | 100 | 30 |
3.500 კგ-ზე მეტი წონის მისაბმელიანი ან ნახევარმისაბმელიანი ავტომობილი | გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ და მერე ყოველ წელიწადში ერთხელ | 60 | 20 |
სასწრაფო დახმარების ავტომობილი | გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ და მერე ყოველ წელიწადში ერთხელ | 60 | 20 |
ტაქსი | გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ და მერე ყოველ წელიწადში ერთხელ | 60 | 20 |
პიკაპი | გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ და მერე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ | 60 | 20 |
3.500 კგ-ზე ნაკლები წონის სატვირთო ავტომობილი | გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ და მერე ყოველ წელიწადში ერთხელ | 60 | 20 |
მსუბუქი და 8 მგზავრზე ნაკლებზე გათვლილი ავტომობილები | გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ და მერე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ; გამოშვებიდან 8 წლის შემდეგ ყოველ წელს | 60 | 20 |
ელექტრომობილი | გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ და მერე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ | 48 | 15 |
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა 50 ლარია, რომელიც თვეში ერთხელ არის გადასახდელი. ამგვარად, თუ ერთი წელი ტექდათვალიერების გარეშე ივლის ადამიანი, მას 600 ლარის გადახდა მოუწევს. გადახდის გადადება არ ღირს – ჯარიმის გადახდისთვის ერთთვიანი ვადაა, შემდეგ უკვე ამას კიდევ ჯარიმა ერიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას არ გადაიხდის ექვსი თვის განმავლობაში, მას შეიძლება მართვის მოწმობა ჩამოერთვას ექვსი თვით.