https://sputnik-georgia.com/20230201/alek-bolduini-274462258.html
ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში
ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. შემთხვევა... 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T15:46+0400
2023-02-01T15:46+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262175468_0:460:2004:1587_1920x0_80_0_0_e86de96a663d61a39b09b3849862560d.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ვესტერნ „ჟანგის“ (Rust) გადაღებისას, იუწყება სააგენტო Reuters შტატ ნიუ-მექსიკოს სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.გავრცელებული ცნობით, იგივე ბრალდება წაუყენეს იარაღის კონსულტანტ ჰანა გუტიერეს-რიდსაც.როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, კინოოპერატორი ბოლდუინისა და გუტიერეს-რიდის მხრიდან უსაფრთხოების მიმართ გამოჩენილ „უგუნურ“ გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა.მათ ბრალი შესაბამისი მუხლის ორი პუნქტით აქვთ წაყენებული. თუ ნაფიც მსაჯულთა საბჭო ბულდიუნსა და გუტიერეს-რიდს დამნაშავეებად ცნობს, მათ მხოლოდ ერთი პუნქტით შეეფარდებათ სასჯელი. აქედან ერთი 1,5 წლით, მეორე კი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბოლდუინის ადვოკატს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ხოლო გუტიერეს-რიდის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მცდარი დასკვნები გააკეთა.უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ოპერატორი გალინა ჰატჩინსი ქალაქ სანტა-ფესთან გადასაღებ მოედანზე დაიღუპა, როდესაც ფილმის პროდიუსერის და მთავარი როლის შემსრულებლის ალეკ ბოლდუინის იარაღმა ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ფუჭი ვაზნის ნაცვლად ნამდვილი ტყვია გაისროლა.როგორ მოხვდა სარეკვიზიტო იარაღში საბრძოლო ვაზნა, აქამდე არ არის ცნობილი. როგორც ბოლდუინი ირწმუნებოდა, მას საერთოდ არ გამოუკრავს თითი ჩახმახისთვის, თუმცა, კრიმინალიტების დასკვნით, იარაღი თავისით ვერ გაისროდა.როგორც პროკურატურა აცხადებდა, ჰანა გუტიერეს-რიდმა, თავის მხრივ, არ მოითხოვა ბოლდუინისგან, შეესწავლა უსაფრთხოების ტექნიკა და ამასთან არ ამოწმებდა თითოეულ ვაზნას.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262175468_0:0:2005:1504_1920x0_80_0_0_9d579f120cfc194a687a65f3aca9f7db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში. შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ვესტერნ „ჟანგის“ (Rust) გადაღებისას, იუწყება სააგენტო Reuters შტატ ნიუ-მექსიკოს სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, იგივე ბრალდება წაუყენეს იარაღის კონსულტანტ ჰანა გუტიერეს-რიდსაც.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, კინოოპერატორი ბოლდუინისა და გუტიერეს-რიდის მხრიდან უსაფრთხოების მიმართ გამოჩენილ „უგუნურ“ გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა.
მათ ბრალი შესაბამისი მუხლის ორი პუნქტით აქვთ წაყენებული. თუ ნაფიც მსაჯულთა საბჭო ბულდიუნსა და გუტიერეს-რიდს დამნაშავეებად ცნობს, მათ მხოლოდ ერთი პუნქტით შეეფარდებათ სასჯელი. აქედან ერთი 1,5 წლით, მეორე კი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლდუინის ადვოკატს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ხოლო გუტიერეს-რიდის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მცდარი დასკვნები გააკეთა.
უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ოპერატორი გალინა ჰატჩინსი ქალაქ სანტა-ფესთან გადასაღებ მოედანზე დაიღუპა, როდესაც ფილმის პროდიუსერის და მთავარი როლის შემსრულებლის ალეკ ბოლდუინის იარაღმა ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ფუჭი ვაზნის ნაცვლად ნამდვილი ტყვია გაისროლა.
როგორ მოხვდა სარეკვიზიტო იარაღში საბრძოლო ვაზნა, აქამდე არ არის ცნობილი. როგორც ბოლდუინი ირწმუნებოდა, მას საერთოდ არ გამოუკრავს თითი ჩახმახისთვის, თუმცა, კრიმინალიტების დასკვნით, იარაღი თავისით ვერ გაისროდა.
როგორც პროკურატურა აცხადებდა, ჰანა გუტიერეს-რიდმა, თავის მხრივ, არ მოითხოვა ბოლდუინისგან, შეესწავლა უსაფრთხოების ტექნიკა და ამასთან არ ამოწმებდა თითოეულ ვაზნას.