https://sputnik-georgia.com/20230201/274460884.html
ახალი სამხედრო დახმარება: აშშ უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს
ახალი სამხედრო დახმარება: აშშ უკრაინას შორი მანძილის რაკეტებს გადასცემს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც, სხვა საბრძოლო მასალებისა და... 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T15:10+0400
2023-02-01T15:10+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251172271_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_1ca47371c3e3d066aebeafdcb0c6cba0.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც, სხვა საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გარდა, პირველად შევა შორი მანძილის რაკეტებიც, იტყობინება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.მოგვიანებით სააგენტომ დააზუსტა, რომ საუბარია თვითდამიზნებად რაკეტებზე GLSDB (Ground Launched Small Diameter Bomb), რომელთა ადაპტაციაზეც ამერიკულმა Boeing-მა და შვედურმა Saab-მა იმუშავეს და მისი მოქმედების დიაპაზონი 150 კმ-მდე გაზარდეს. რაკეტების გაშვება ხორციელდება ისეთი სისტემებიდან, როგორებიცაა M270 და HIMARS, და აქვს მოძრავი სამიზნეების, მათ შორის, ჯავშანტექნიკის განადგურების ზეზუსტი უნარი.როგორც სისტემის აღწერილობაშია ნათქვამი, ის გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით იმართება და ნებისმიერ ამინდში გამოიყენება.ამ დროისათვის კიევს უკვე აქვს ვაშინგტონის მიერ გადაცემული HIMARS-ის სისტემები — 80 კმ რადიუსის რაკეტებით.ამასთან აღინიშნება, რომ შეერთებულმა შტატებმა არ დააკმაყოფილა კიევის თხოვნა რაკეტა ATACMS-ებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების დიაპაზონი 300 კმ-მდეა. თეთრი სახლი შიშობს, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს შეუტევენ, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს.Reuters-ის ცნობით, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოცხადება. თეთრ სახლს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0f/251172271_140:0:1115:731_1920x0_80_0_0_22105abbe04cc04397ba962d8a37df74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც, სხვა საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების გარდა, პირველად შევა შორი მანძილის რაკეტებიც, იტყობინება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
მოგვიანებით სააგენტომ დააზუსტა, რომ საუბარია თვითდამიზნებად რაკეტებზე GLSDB (Ground Launched Small Diameter Bomb), რომელთა ადაპტაციაზეც ამერიკულმა Boeing-მა და შვედურმა Saab-მა იმუშავეს და მისი მოქმედების დიაპაზონი 150 კმ-მდე გაზარდეს. რაკეტების გაშვება ხორციელდება ისეთი სისტემებიდან, როგორებიცაა M270 და HIMARS, და აქვს მოძრავი სამიზნეების, მათ შორის, ჯავშანტექნიკის განადგურების ზეზუსტი უნარი.
როგორც სისტემის აღწერილობაშია ნათქვამი, ის გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით იმართება და ნებისმიერ ამინდში გამოიყენება.
ამ დროისათვის კიევს უკვე აქვს ვაშინგტონის მიერ გადაცემული HIMARS-ის სისტემები — 80 კმ რადიუსის რაკეტებით.
ამასთან აღინიშნება, რომ შეერთებულმა შტატებმა არ დააკმაყოფილა კიევის თხოვნა რაკეტა ATACMS-ებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების დიაპაზონი 300 კმ-მდეა. თეთრი სახლი შიშობს, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს შეუტევენ, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს.
Reuters-ის ცნობით, კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოცხადება. თეთრ სახლს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.