შატილისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

© photo: Sputnik / Stringerთოვლიანი გზა
თოვლიანი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, კორშა–ბისოს მონაკვეთზე (ჟინვალი–შატილის გზის 53-66 კმ) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 1-53 კმ (ჟინვალი–კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0