ფინანსთა სამინისტრო: საქართველო საუკეთესოთა რიცხვშია კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 9 და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველო წარმატებულ ანტიკორუფციულ პოლიტიკას ატარებს, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ კორუფციის ახალი საერთაშორისო ინდექსის კომენტარისას.
2022 წლის რეიტინგით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში ევროპაში საუკეთესოთა ოცეულში მოხვდა. ერთ წელიწადში საქართველომ 45-დან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.

„მიმართულება, რომელიც საქართველოს აქვს აღებული ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, წარმატებულია. ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ერთ-ერთი თვალსაჩინოა ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა დუნდუამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას, მათ შორის – პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, თურქეთს, სლოვაკეთს, მონტენეგროსა და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0