https://sputnik-georgia.com/20230131/samxedro-sakontraqto-samsaxurshi-migeba-grzeldeba-274418661.html
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება: რას სთავაზობენ მსურველებს
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება: რას სთავაზობენ მსურველებს
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T14:39+0400
2023-01-31T14:39+0400
2023-01-31T16:20+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249380507_0:198:2935:1849_1920x0_80_0_0_72d35648fe544fa0aa6ff7b2943737c7.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გარცელებულ განცხადებაში.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT - Basic Combat Training) ორთვიანი კურსი.კურსის განმავლობაში მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ-პლატფორმაზე – Onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში იწვევს 18-დან 45 წლამდე პირებს, რომელთაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება. ისინი გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1.530 ლარს, რომელიც წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით გაიზრდება. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 ათასი ლარი იქნება, ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ: ორწლიანი კონტრაქტისას 3 ათასი ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას კი 8 ათასი ლარი.თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობს:დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/07/249380507_103:0:2832:2047_1920x0_80_0_0_75fcad6fe6368af2936d5004b849ff2b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, ახალი ამბები
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება: რას სთავაზობენ მსურველებს
14:39 31.01.2023 (განახლებულია: 16:20 31.01.2023) სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში იწვევს მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გარცელებულ განცხადებაში.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა პირმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT - Basic Combat Training) ორთვიანი კურსი.
კურსის განმავლობაში მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს თვეში 500 ლარს. BCT კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ-პლატფორმაზე –
Onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში იწვევს 18-დან 45 წლამდე პირებს, რომელთაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება. ისინი გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1.530 ლარს, რომელიც წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით გაიზრდება. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 ათასი ლარი იქნება, ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ: ორწლიანი კონტრაქტისას 3 ათასი ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას კი 8 ათასი ლარი.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებს სთავაზობს:
- უცხო ენების შესწავლას როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში
- სხვადასხვა კარიერული და პროფესიული კურსის გავლას;
- სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში ისარგებლებენ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი ისინი სემესტრულად მიიღებენ სტიპენდიას 750 ლარის ოდენობით.
- საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას (ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი და სხვ.) როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.