ტაროს კარტის მაგია: შეიტყვეთ, რა გელით უახლოეს მომავალში
15:01 31.01.2023 (განახლებულია: 20:09 31.01.2023)
© Pixabay / Jean-Didierტაროს კარტი

© Pixabay / Jean-Didier
გამოწერა
ტაროს კარტი, რომელიც პირველად ფლორენციელმა ნოტარიუსმა შექმნა 1440 წელს, თავდაპირველად მხოლოდ სათამაშოდ გამოიყენებოდა, თუმცა XVIII საუკუნის ბოლოდან ის უკვე სამკითხაოდ იქცა.
და აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ადამიანები ტაროს კარტებით ცდილობენ შეიტყონ პასუხები მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე და უფრო მეტიც — საკუთარ თავშიც გაერკვნენ.
იმასაც ამბობენ, რომ ტაროს კარტს მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია. ასეა თუ არა ეს, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა მსოფლიოში ძალიან ბევრს სჯერა მათი მაგიური ძალისა.
ქვემოთ ტაროს კარტით მცირე „მკითხაობას“ გთავაზობთ. თავად ნახეთ, რამდენად ამართლებს იგი მისთვის მიწერილ ფანტასტიკურ შესაძლებლობებს.
აირჩიეთ ერთი კარტი ქვემოთ მოცემული ოთხიდან და შეიტყვეთ, რა შანსებს გაძლევთ ბედისწერა უახლოეს ხანებში.
ტაროს კარტი

ტაროს კარტი
№ 1
თუ ეს კარტი აირჩიეთ, ე.ი. იმ ადამიანებს განეკუთვნებით, ვინც თავს უშიშრად წარმოაჩენს. მომდევნო პერიოდში სრულად გამოიყენებთ იმ მდიდარ შინაგან ენერგიას, რომელსაც ფლობთ. შეძლებთ მოწყდეთ ყველაფერს და განაგრძოთ წინსვლა.

რახან გულმა ამ კარტისკენ გაგიწიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეძლებთ მიუახლოვდეთ შინაგანი მთლიანობის მდგომარეობას და აღიდგინოთ შერყეული გამბედაობა.
ამ პერიოდში ბევრი ცვლილება გელით. მიჰყევით საკუთარ ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ რისკის.
№ 2
შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვეთ საკუთარ ემოციებში.
№ 2
შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვეთ საკუთარ ემოციებში.
შეგიძლიათ ეს პერიოდი იმ ადამიანებთან პრობლემური ურთიერთობების მოგვარებას მოანდომოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ძველ ჭრილობებზე და ნუ დათრგუნავთ სიყვარულის უნარს თქვენში.
მართალია, ემოციური ბალანსის საჭიროებას იგრძნობთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. გრძნობების არც დათრგუნვა შეიძლება და არც გადაჭარბება, თორემ აქედან ერთ-ერთი ვარიანტი შინაგან შეუთავსებლობას გამოიწვევს.
გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში საკუთარ თავზე ზრუნვას დაიწყებთ, ეს ასევე ძალზე შემოქმედებითი მომენტია თქვენთვის, როდესაც საკუთარ ლიდერულ თვისებებსაც „დაიმორჩილებთ“.
№ 3
ეს კარტი მიანიშნებს, რომ ჭრილობების შეხორცების პროცესი დაწყებულია, და რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საკუთარი ცხოვრების გარკვეული ასპექტების რეორგანიზებას შეეცდებით. ეს ასპექტები ძირითადად ჯანმრთელობას უკავშირდება.

შეგიძლიათ დაიწყოთ დიეტა, ვარჯიშები, ყოველდღიური სეირნობა...
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ის დროა, როდესაც თამამად შეგიძლიათ თავიდან მოიშოროთ ყველაფერი ის, რაც გეზედმეტებათ და უსარგებლოდ გეჩვენებათ. იგრძნობთ, რომ აუცილებელია გაითავისუფლოთ ცხოვრება სირთულეებისგან, გაამარტივოთ იგი ისე, რომ თქვენი შინაგანი სამყარო დაბალანსდეს. შესაძლოა იმასაც მიხვდეთ, ვინ ხართ სინამდვილეში და რა არის მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში.
მოკლედ, დგება დრო დიდი შინაგანი ცვლილებებისა, როდესაც მეტად ფაქიზად უნდა მოეპყროთ საკუთარ თავს.
№ 4
ეს კარტი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ შეძლებთ იმ მოსაზრებების რეალიზებას, რომელთა შედეგებიც სარგებელს თქვენც მოგიტანთ და სხვებსაც.
№ 4
ეს კარტი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ შეძლებთ იმ მოსაზრებების რეალიზებას, რომელთა შედეგებიც სარგებელს თქვენც მოგიტანთ და სხვებსაც.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ თქვენი ღირსების გრძნობა საკმაოდ გაიზარდა, და რომ უკვე მზად ხართ სხვებსაც დაეხმაროთ – ისწავლონ საკუთარი თავის პატივისცემა.
სხვათა შორის, ამას დაგიფასებენ კიდეც.