„დეზერტირების ბაზარი“ შესაძლოა სავაჭრო ცენტრმა ჩაანაცვლოს

© photo: Sputnik / Stringerსადგურის მოედანი
სადგურის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
კომპანია გეგმავს ორსართულიანი შენობის აშენებას, რომლის საერთო ფართი დაახლოებით 18000 კვადრატული მეტრი იქნება
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კომპანია Tbilisi Mall-მა თბილისის მერიაში აბასთუმნის ქუჩაზე რკინიგზის სადგურთან სავაჭრო ცენტრის აშენების ნებართვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.
წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთაზე, რომლის სიგრძე მხოლოდ 350 მეტრია, მდებარეობს ე.წ. დეზერტირების ბაზარი.
მერიის არქიტექტურის სამსახურში შეტანილი განცხადების მიხედვით, კომპანია გეგმავს ორსართულიანი შენობის აშენებას, რომლის საერთო ფართი დაახლოებით 18000 კვადრატული მეტრია.
მერიის პასუხი 10 თებერვალს იქნება ცნობილი.
კომპანია Tbilisi Mall-ის მფლობელია კომპანია „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ (Rakiin Uptown Development).
ყველა ახალი ამბავი
0