დასავლეთ საქართველოში ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგრიგოლეთი–ქობულეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა
გრიგოლეთი–ქობულეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კმ-იანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული გზის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. გრიგოლეთის შემოვლით გზაზე 24 საათის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის პირველი ლოტის დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის პროექტის ფარგლებში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს დაფნარის კვანძში ჩამავალ პანდუსზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს.
საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 259-260 კმ მონაკვეთში არსებულ დაფნარი–სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე.

„სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა 2023 წლის 1 თებერვლის 00:00 სთ-დან 2 თებერვლის 00:00 სთ-მდე აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა; აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულების ზოლის ჩაკეტვა ბაშის სატრანსპორტო კვანძთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე–ქუთაისი–სამტრედიის საავტომობილო გზის გავლით.
სამტრედია–გრიგოლეთის 51,1 კმ სიგრძის გზის მშენებლობა აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანზიტო საავტომობილო გზის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე ახალი გზა მანძილს 45%-ით შეამცირებს.
გრიგოლეთის შემოვლითი გზა ქობულეთის შემოვლით გზას შეუერთდება, რაც შავი ზღვის სანაპირო ზონაში მოძრავ ავტომობილებს საშუალებას მისცემს, არ გაიარონ დასახლებები და შეამცირონ მგზავრობის დრო.
ყველა ახალი ამბავი
0