https://sputnik-georgia.com/20230131/credo-bank-------274399721.html
CREDO Bank-მა მილიონობით ლარი მოიზიდა ბიზნესის მხარდასაჭერად
CREDO Bank-მა მილიონობით ლარი მოიზიდა ბიზნესის მხარდასაჭერად
Sputnik საქართველო
EIB პირველად გამოყოფს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დაფინანსებას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T10:05+0400
2023-01-31T10:05+0400
2023-01-31T14:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:3193:1796_1920x0_80_0_0_f8e1816e0d44c648b0ebc64c217ee4b6.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს გამოუყოფს 28,8 მილიონ ლარს, რაც ხელმისაწვდომ დაფინანსებას უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, ნათქვამია EIB-ს განცხადებაში.საქართველომ პირველმა გამოიყენა EIB-ს ახალი საკრედიტო ხაზი, რომელიც სამხრეთ კავკასიისთვის არის განკუთვნილი.EIB Global-მა ხუთ წელზე გათვლილი შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკ CREDO-სთან გააფორმა. გარიგების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა EIB Global-ის 100 მილიონი ევროს მოცულობის MSME Outreach Initiative-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომლის ამოცანაა მხარი დაუჭიროს საშუალო და მცირე ზომის ბანკების მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.EIB პირველად გამოყოფს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დაფინანსებას ცვლადგანაკვეთიანი საპროცენტო განაკვეთით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებელთათვის მოქნილი და მიმზიდველი პირობების შეთავაზებას.ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის პირველი გლობალური შეთანხმებაა, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.დღემდე ბანკმა 340 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში და დაეხმარა მათ დაახლოებით 44 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში.ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა ქვეყნის ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანდაცვის, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე.COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასაჭრელად 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოსთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461943_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_51ec6a4a4452087c01a1d434d3ca1c98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ევროპა
CREDO Bank-მა მილიონობით ლარი მოიზიდა ბიზნესის მხარდასაჭერად
10:05 31.01.2023 (განახლებულია: 14:05 31.01.2023) EIB პირველად გამოყოფს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დაფინანსებას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს გამოუყოფს 28,8 მილიონ ლარს, რაც ხელმისაწვდომ დაფინანსებას უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, ნათქვამია EIB-ს განცხადებაში.
საქართველომ პირველმა გამოიყენა EIB-ს ახალი საკრედიტო ხაზი, რომელიც სამხრეთ კავკასიისთვის არის განკუთვნილი.
EIB Global-მა ხუთ წელზე გათვლილი შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკ CREDO-სთან გააფორმა. გარიგების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა EIB Global-ის 100 მილიონი ევროს მოცულობის MSME Outreach Initiative-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომლის ამოცანაა მხარი დაუჭიროს საშუალო და მცირე ზომის ბანკების მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
EIB პირველად გამოყოფს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ დაფინანსებას ცვლადგანაკვეთიანი საპროცენტო განაკვეთით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებელთათვის მოქნილი და მიმზიდველი პირობების შეთავაზებას.
„დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ეროვნულ ვალუტაში. ის საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, ისარგებლონ უკეთესი განაკვეთებით და თავი დაიცვან გაცვლითი კურსის რყევასთან დაკავშირებული რისკებისგან“, – ნათქვამია ევროპული ბანკის განცხადებაში.
ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის პირველი გლობალური შეთანხმებაა, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.
დღემდე ბანკმა 340 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებში და დაეხმარა მათ დაახლოებით 44 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში.
ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა ქვეყნის ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანდაცვის, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასაჭრელად 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოსთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.