https://sputnik-georgia.com/20230130/saqartvelosi-xe-tyis-ukanono-transportirebis-semtxvevebi-gaxsirda-274398281.html
საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გახშირდა
საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გახშირდა
Sputnik საქართველო
სამართალდამრღვევ პირებს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ჩამოერთვათ და სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T22:39+0400
2023-01-30T22:39+0400
2023-01-30T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/35/239613533_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_a8cd02c74b154878ef4327aa4fd30800.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს მასშტაბით ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოვლინდა, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე თითქმის 24%-ით მეტია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, საუბარია 1,4 ათას კუბურ მეტრ ხე-ტყის მასალაზე, რომელიც კონტროლის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს. აღნიშნული მოცულობა 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტია.სამართალდამრღვევ პირებს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ჩამოერთვათ და სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა.ამასთან, 2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია.აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19,8 ათასი კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს.საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.წყარო - შემოსავლების სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/35/239613533_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_43739505f9daa29dd87cd810a35beb50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები გახშირდა
სამართალდამრღვევ პირებს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ჩამოერთვათ და სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. 2022 წელს საქართველოს მასშტაბით ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 306 ფაქტი გამოვლინდა, რაც 2021 წლის 12 თვის მაჩვენებელზე თითქმის 24%-ით მეტია, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საუბარია 1,4 ათას კუბურ მეტრ ხე-ტყის მასალაზე, რომელიც კონტროლის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს. აღნიშნული მოცულობა 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 84%-ით მეტია.
სამართალდამრღვევ პირებს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი ჩამოერთვათ და სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა.
ამასთან, 2022 წელს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, 43 მეწარმის შესახებ გადააგზავნა ინფორმაცია.
აღნიშნულმა პირებმა არარსებული და განაშთული ცნობის ნომრებით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში გამოყენების გზით, 19,8 ათასი კუბური მეტრი დამუშავებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია მოახდინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაცემულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.