https://sputnik-georgia.com/20230130/riabkovi-zaesis-damcav-zonaze-274368881.html
მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნაზე რთულად მიმდინარეობს
მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნაზე რთულად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ზაესი) გარშემო დამცავი ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. როგორც... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T10:10+0400
2023-01-30T10:10+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269566101_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8133e79cf4517a68b2885391def944f3.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ზაესი) გარშემო დამცავი ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, კიევი უბრალოდ დროს წელავს ამ საკითხში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.მისი თქმით, „იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიევი ამ ობიექტს ბირთვული შანტაჟისთვის იყენებს“ და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულია.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე გასული წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ვინმესთვის გადაცემას, ვინაიდან მისი „ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი მხოლოდ რუსეთს აქვს“.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) არაერთხელ განაცხადა ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269566101_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e3e312a3ec168cdcf601bb67a1c83ab3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
მოლაპარაკებები ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნაზე რთულად მიმდინარეობს
10:10 30.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ზაესი) გარშემო დამცავი ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, კიევი უბრალოდ დროს წელავს ამ საკითხში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„სანამ IAEA-სთან კონსულტაციები მიმდინარეობს, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის ზონის შესაძლო პარამეტრების შესახებ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოქვეყნება არასწორი იქნებოდა. მოლაპარაკების პროცესი რთულად ვითარდება. ჩვენი წინადადებები სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის წარვუდგინეთ. როგორც ვიცით, კიევს ჯერ არ გაუცია მკაფიო პასუხი IAEA-ს ხელმძღვანელის ინიციატივაზე. როგორც ჩანს, ისინი უბრალოდ დროს წელავენ“, — აღნიშნა რიაბკოვმა.
მისი თქმით, „იქმნება შთაბეჭდილება, რომ კიევი ამ ობიექტს ბირთვული შანტაჟისთვის იყენებს“ და საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე გასული წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ვინმესთვის გადაცემას, ვინაიდან მისი „ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი მხოლოდ რუსეთს აქვს“.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) არაერთხელ განაცხადა ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე.