https://sputnik-georgia.com/20230130/levan-maisasvili-qartveli-moragbeebis-mizania-evropis-cempionoba-274398818.html
ლევან მაისაშვილი: ქართველი მორაგბეების მიზანია ევროპის ჩემპიონობა
ლევან მაისაშვილი: ქართველი მორაგბეების მიზანია ევროპის ჩემპიონობა
Sputnik საქართველო
ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე საერთო ჯამში 8 თამაში ელოდება: ხუთი ევროპის პირველობის ფარგლებში და სამი ამხანაგური მატჩი 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T23:18+0400
2023-01-30T23:18+0400
2023-01-30T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/06/271977930_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_a65b63d3c84b1789582f963ac651569a.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნების მთავარი ამოცანა ევროპის ჩემპიონატის მოგებაა.საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან.5 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართება (13:00 საათზე).„ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა, მსოფლიო თასამდე საქმეში ვნახოთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.ბორჯღალოსნები შემდეგ ორ გასვლით მატჩს გამართავენ - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს - ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00საათზე).მწვრთნელის თქმით, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა - მონაწილეთა რაოდენობა ექვსიდან რვა გუნდამდე გაიზარდა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი.ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 18-19 მარტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/06/271977930_100:0:1941:1381_1920x0_80_0_0_c8a52da585dcb23de1cf5503ca6492ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ლევან მაისაშვილი: ქართველი მორაგბეების მიზანია ევროპის ჩემპიონობა
ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე საერთო ჯამში 8 თამაში ელოდება: ხუთი ევროპის პირველობის ფარგლებში და სამი ამხანაგური მატჩი
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნების მთავარი ამოცანა ევროპის ჩემპიონატის მოგებაა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ აქვს მოგებული. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან.
„ტრადიციულად, უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ 8 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი – 5 რაგბი ევროპაზე და სამი „გასახურებელი“ მატჩი აგვისტოში“, - განაცხადა მაისაშვილმა.
5 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში გერმანიას უმასპინძლებს. თამაში ავჭალის სტადიონზე გაიმართება (13:00 საათზე).
„ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა, მსოფლიო თასამდე საქმეში ვნახოთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.
ბორჯღალოსნები შემდეგ ორ გასვლით მატჩს გამართავენ - 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში (თბილისის დროით 16:15 საათზე) და 18 თებერვალს - ესპანეთთან ტორელავეგაში (22:00საათზე).
მწვრთნელის თქმით, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე პირველ ორ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა - მონაწილეთა რაოდენობა ექვსიდან რვა გუნდამდე გაიზარდა. A ჯგუფში საქართველოსთან ერთად ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ, B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალები 4-5 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 18-19 მარტს.