https://sputnik-georgia.com/20230130/kvaracxelia-napolis-daexmara-274375350.html
კვარაცხელია „ნაპოლის“ გამარჯვებაში დაეხმარა
კვარაცხელია „ნაპოლის“ გამარჯვებაში დაეხმარა
სწორედ კვარაცხელიამ შექმნა პირველი საშიში მომენტი რომაელების კართან. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T15:13+0400
2023-01-30T15:13+0400
2023-01-30T21:07+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274186019_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2580743b7f596c04eee0da8afc4ad4f4.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გაციების შემდეგ მინდორზე დაბრუნდა და „რომას“ წინააღმდეგ სერია А-ს მე-20 ტურის მატჩში ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.სწორედ კვარაცხელიამ შექმნა პირველი საშიში მომენტი რომაელების კართან – მე-5 წუთზე ის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.ქართველი ნახევარმცველი მე-17 წუთზე ისევ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი ვიქტორ ოსიმენს გადასცა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ დაააწინაურა - 1:0. კვარაცხელიას ანგარიშზე მორიგი ასისტი ჩაიწერა.54-ე წუთზე კვარაცხელიას გოლის გატანის შანსი ჰქონდა ლოზანოს პასის შემდეგ, მაგრამ მან მომენტი გაუშვა ხელიდან. ქართველი 69-ე წუთზე შეცვალეს.„კვარას“ მოედნიდან გასვლის შემდეგ ექვს წუთში „რომამ“ ანგარიში გაათანაბრა (1:1). თუმცა 86-ე წუთზე „ნაპოლიმ“ ისევ მოახერხა გატანა, გოლი ჯოვანი სიმეონეს ანგარიშზეა. შესაბამისად, დაფიქსირდა მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:1. სპალეტის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.20 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 53 ქულა აქვს და სერია А-ს ლიდერია. მას 13 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი „ინტერი“.ამჟამად კვარაცხელიას ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის 16 მატჩში შვიდი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274186019_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_b4fcb8032643bcf85220952913658585.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კვარაცხელია „ნაპოლის“ გამარჯვებაში დაეხმარა
15:13 30.01.2023 (განახლებულია: 21:07 30.01.2023) სწორედ კვარაცხელიამ შექმნა პირველი საშიში მომენტი რომაელების კართან.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია გაციების შემდეგ მინდორზე დაბრუნდა და „რომას“ წინააღმდეგ სერია А-ს მე-20 ტურის მატჩში ნეაპოლელების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
სწორედ კვარაცხელიამ შექმნა პირველი საშიში მომენტი რომაელების კართან – მე-5 წუთზე ის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ქართველი ნახევარმცველი მე-17 წუთზე ისევ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ბურთი ვიქტორ ოსიმენს გადასცა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ დაააწინაურა - 1:0. კვარაცხელიას ანგარიშზე მორიგი ასისტი ჩაიწერა.
54-ე წუთზე კვარაცხელიას გოლის გატანის შანსი ჰქონდა ლოზანოს პასის შემდეგ, მაგრამ მან მომენტი გაუშვა ხელიდან. ქართველი 69-ე წუთზე შეცვალეს.
„კვარას“ მოედნიდან გასვლის შემდეგ ექვს წუთში „რომამ“ ანგარიში გაათანაბრა (1:1). თუმცა 86-ე წუთზე „ნაპოლიმ“ ისევ მოახერხა გატანა, გოლი ჯოვანი სიმეონეს ანგარიშზეა. შესაბამისად, დაფიქსირდა მატჩის საბოლოო ანგარიში - 2:1. სპალეტის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.
20 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 53 ქულა აქვს და სერია А-ს ლიდერია. მას 13 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი „ინტერი“.
ამჟამად კვარაცხელიას ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის 16 მატჩში შვიდი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემაა.