https://sputnik-georgia.com/20230130/kadirovi-paludani-274387926.html
კადიროვი მუსლიმების სახელით იმუქრება: „ცოფიან ძაღლებს სანიტრები ხოცავენ“
კადიროვი მუსლიმების სახელით იმუქრება: „ცოფიან ძაღლებს სანიტრები ხოცავენ“
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შვედ პოლიტიკოსს რასმუს პალუდანს, რომელმაც შვედეთსა და დანიაში ყურანის საჯაროდ დაწვის აქციები... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T18:00+0400
2023-01-30T18:00+0400
2023-07-20T15:49+0400
ჩეჩნეთი
რამზან კადიროვი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/63/247336318_0:128:2465:1514_1920x0_80_0_0_07523527ce2534f4781b892dd71f8288.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შვედ პოლიტიკოსს რასმუს პალუდანს, რომელმაც შვედეთსა და დანიაში ყურანის საჯაროდ დაწვის აქციები მოაწყო, „რელიგიური ტერორისტი“ უწოდა და ამ ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, არ დაადანაშაულონ „ისლამური ტერორიზმი“, როცა პალუდანს „ღვთის რისხვა დაატყდება თავს“.ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, სანამ ქვეყნად ყურანის დამწველი „უჯიშო ადამიანები“ არსებობენ, მუსლიმები „უკრაინაში სატანისტების განადგურებას არ შეწყვეტენ — მთელ ევროპას გადაუვლიან და ძველი სამყაროს ხალხებს სისაძაგლისგან გაწმენდენ“.ამასთან კადიროვი ყურანის დაწვის აქციების ჩატარებაზე ნებართვის გამცემ ხელისუფლებებსაც მიმართავს, რომ როდესაც „პროვოკატორს სასჯელი ეწევა“, არ დაივიწყონ, რომ ამაში თავად არიან დამნაშავენი და არა „ისლამური ტერორიზმი“, ვინაიდან „ცოფიან ძაღლებს ტერორისტები კი არ ესვრიან, არამედ სანიტრები ხოცავენ“. აღსანიშნავია, რომ რასმუს პალუდანმა, მას შემდეგ, რაც 21 იანვარს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვა, იგივე აქცია 27 იანვარს კოპენჰაგენშიც გაიმეორა რუსეთის საკონსულოსთან და ის რამზან კადიროვს „მიუძღვნა“. როგორც ულტრამემარჯვენე პარტია Hard Course-ის ლიდერი აცხადებს, მუსლიმთა წმინდა წიგნს ყოველ პარასკევს დაწვავს მანამ, სანამ თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას არ დათანხმდება.
ჩეჩნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/63/247336318_138:0:2325:1640_1920x0_80_0_0_cf3bf0df5150e42c9fe254ce77fa447d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩეჩნეთი, რამზან კადიროვი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩეჩნეთი, რამზან კადიროვი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შვედ პოლიტიკოსს რასმუს პალუდანს, რომელმაც შვედეთსა და დანიაში ყურანის საჯაროდ დაწვის აქციები მოაწყო, „რელიგიური ტერორისტი“ უწოდა და ამ ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, არ დაადანაშაულონ „ისლამური ტერორიზმი“, როცა პალუდანს „ღვთის რისხვა დაატყდება თავს“.
„ყოვლისშემძლე მომთმენია და მკაცრი სასჯელში. ამიტომ იცოდე, დანიელო მხდალო, რომ იპოვი იმ სასჯელს, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეძებ“, — მიმართა კადიროვმა პალუდანს საკუთარი Telegram -არხიდან.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, სანამ ქვეყნად ყურანის დამწველი „უჯიშო ადამიანები“ არსებობენ, მუსლიმები „უკრაინაში სატანისტების განადგურებას არ შეწყვეტენ — მთელ ევროპას გადაუვლიან და ძველი სამყაროს ხალხებს სისაძაგლისგან გაწმენდენ“.
ამასთან კადიროვი ყურანის დაწვის აქციების ჩატარებაზე ნებართვის გამცემ ხელისუფლებებსაც მიმართავს, რომ როდესაც „პროვოკატორს სასჯელი ეწევა“, არ დაივიწყონ, რომ ამაში თავად არიან დამნაშავენი და არა „ისლამური ტერორიზმი“, ვინაიდან „ცოფიან ძაღლებს ტერორისტები კი არ ესვრიან, არამედ სანიტრები ხოცავენ“.
„დანიელმა ნაბიჭვარმა ეს დაწვა მე „მომიძღვნა“. მე ბევრს ვაპატიებდი ჩემ მიმართ, მაგრამ რელიგიურ ტერორისტს ამ ნაბიჯს არ ვაპატიებ, ისევე, როგორც მსოფლიოს მილიარდ-ნახევარი მუსლიმი“, — წერს კადიროვი.
აღსანიშნავია, რომ რასმუს პალუდანმა, მას შემდეგ, რაც 21 იანვარს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვა, იგივე აქცია 27 იანვარს კოპენჰაგენშიც გაიმეორა რუსეთის საკონსულოსთან და ის რამზან კადიროვს „მიუძღვნა“. როგორც ულტრამემარჯვენე პარტია Hard Course-ის ლიდერი აცხადებს, მუსლიმთა წმინდა წიგნს ყოველ პარასკევს დაწვავს მანამ, სანამ თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას არ დათანხმდება.