https://sputnik-georgia.com/20230130/amerika-abramsebs-ukrainas-2023-wlis-bolome-ver-miawvdis-274382061.html
WP: აშშ უკრაინას ტანკებს 2023 წლის ბოლომდე ვერ გაუგზავნის
WP: აშშ უკრაინას ტანკებს 2023 წლის ბოლომდე ვერ გაუგზავნის
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. უკრაინისთვის 31 ერთეული ამერიკული Abrams-ის მიწოდება, რომელთა გადაცემაც გასულ კვირაში აღუთქვა კიევს ჯო ბაიდენმა, 2023 წლის... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T17:00+0400
2023-01-30T17:00+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274367793_0:282:3070:2009_1920x0_80_0_0_9bf3311958c5253d4d0106c155e9d21b.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. უკრაინისთვის 31 ერთეული ამერიკული Abrams-ის მიწოდება, რომელთა გადაცემაც გასულ კვირაში აღუთქვა კიევს ჯო ბაიდენმა, 2023 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, წერს გაზეთი Washington Post.გამოცემის ინფორმაციით, კიევს Abrams-ის თანამედროვე მოდიფიკაცია M1A2 უნდა გადაეცეს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან კი არ ამოიღებენ, არამედ სპეციალურად ააწყობენ უკრაინისთვის.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ Abrams-ებს მიმდინარე წლის აგვისტოში მიაწვდის კიევს, უკვე „ძალიან გვიანი“ იქნება.შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ მზად არის უკრაინას 31 ერთეული Abrams გადასცეს, ხოლო გერმანია 14 ერთეულ Leopard-ს შეჰპირდა კიევს. ამასთან, ბერლინი უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც გერმანული წარმოების „ლეოპარდები“ აქვთ, ასევე გადასცენ უკრაინას ტანკები. ამრიგად, კიევს შეუძლია მინიმუმ 112 გერმანული Leopard მიიღოს. როგორც მოსალოდნელია, ისინი უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდება.უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ფრონტზე წარმატებული კონტრშეტევისთვის მათ 300 დასავლური ტანკი სჭირდებათ.წყარო: Washington Post
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274367793_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_aba9afe1bc7c1850bead88edc28e41ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. უკრაინისთვის 31 ერთეული ამერიკული Abrams-ის მიწოდება, რომელთა გადაცემაც გასულ კვირაში აღუთქვა კიევს ჯო ბაიდენმა, 2023 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, წერს გაზეთი Washington Post.
გამოცემის ინფორმაციით, კიევს Abrams-ის თანამედროვე მოდიფიკაცია M1A2 უნდა გადაეცეს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან კი არ ამოიღებენ, არამედ სპეციალურად ააწყობენ უკრაინისთვის.
„ტანკები სპეციალურად უკრაინისთვის აიწყობა და მათ არ ექნება გაღარიბებული ურანისგან დამზადებული საიდუმლო ჯავშანი. მიწოდებები მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი“, — წერს გამოცემა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ Abrams-ებს მიმდინარე წლის აგვისტოში მიაწვდის კიევს, უკვე „ძალიან გვიანი“ იქნება.
შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ მზად არის უკრაინას 31 ერთეული Abrams გადასცეს, ხოლო გერმანია 14 ერთეულ Leopard-ს შეჰპირდა კიევს. ამასთან, ბერლინი უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც გერმანული წარმოების „ლეოპარდები“ აქვთ, ასევე გადასცენ უკრაინას ტანკები. ამრიგად, კიევს შეუძლია მინიმუმ 112 გერმანული Leopard მიიღოს. როგორც მოსალოდნელია, ისინი უკრაინაში ორ-სამ თვეში გამოჩნდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ფრონტზე წარმატებული კონტრშეტევისთვის მათ 300 დასავლური ტანკი სჭირდებათ.