https://sputnik-georgia.com/20230130/-20-----------274391090.html
ზარალი 20 მლნ ლარს აღწევს - მინისტრი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებზე
ზარალი 20 მლნ ლარს აღწევს - მინისტრი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებზე
Sputnik საქართველო
პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება, განაცხადა ქარსელაძემ. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T19:18+0400
2023-01-30T19:18+0400
2023-01-30T22:38+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250970391_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_89f910c031fbc5d8f1d1a5464cfd13e5.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაზემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულო ბრიფინგზე.დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა.მინისტრის თქმით, დაზარალებულების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მუნიციპალიტეტები ინტენსიურად არიან ჩართული.როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრაც გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250970391_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_51828659f6afe7bc5d3f46a0c047e48b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ზარალი 20 მლნ ლარს აღწევს - მინისტრი დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებზე
19:18 30.01.2023 (განახლებულია: 22:38 30.01.2023) პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება, განაცხადა ქარსელაძემ.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაზემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულო ბრიფინგზე.
დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა.
„მთელ რიგ მუნიციპალიტეტებს უკვე დაწყებული აქვთ პროცესი ამ მიმართულებით. გამოიყო გარკვეული თანხა იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დიდია“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, დაზარალებულების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მუნიციპალიტეტები ინტენსიურად არიან ჩართული.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.
უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრაც გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.