https://sputnik-georgia.com/20230129/wkviani-mtversasruti-da-momxmareblebis-motyueba-saqartvelosi-sesazloa-onlain-kompania-dajarimdes-274363011.html
ჭკვიანი მტვერსასრუტი თუ მომხმარებლების მოტყუება: საქართველოში შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს
ჭკვიანი მტვერსასრუტი თუ მომხმარებლების მოტყუება: საქართველოში შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს
Sputnik საქართველო
მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს. 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T20:04+0400
2023-01-29T20:04+0400
2023-01-29T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461899_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_cf42c350afdb197af8fce528dc84327d.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. კომპანია NEW Bot რომელიც ე.წ ჭკვიანი მტვერსასრუტების ვაჭრობის სფეროში საქმიანობს, მხილებულია მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტექნიკით ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი დადასტურებული ფაქტია.სააგენტომ საქმის შესწავლა სამი მოქალაქის განცხადების შემდეგ დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ. ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.ლექვინაძე USA2GEORGIA-ს საქმეზე: კონკურენციის სააგენტომ კლიენტები დაიცვა >>მომხმარებლებმა მიუთითეს, რომ მტვერსასრუტის შეძენამდე საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისით სარგებლობის პირობების თაობაზე.კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შესულია 110 განაცხადი. 60 შემთხვევაში დაიწყო საქმის შესწავლა. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.წყარო - კონკურენციის სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269461899_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3612d7cfdef8e3e042182eb8a0120def.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ჭკვიანი მტვერსასრუტი თუ მომხმარებლების მოტყუება: საქართველოში შესაძლოა კომპანია დაჯარიმდეს
მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. კომპანია NEW Bot რომელიც ე.წ ჭკვიანი მტვერსასრუტების ვაჭრობის სფეროში საქმიანობს, მხილებულია მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში, ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ეს ტექნიკით ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი დადასტურებული ფაქტია.
სააგენტომ საქმის შესწავლა სამი მოქალაქის განცხადების შემდეგ დაიწყო. ისინი აცხადებდნენ, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ. ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
მომხმარებლებმა მიუთითეს, რომ მტვერსასრუტის შეძენამდე საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისით სარგებლობის პირობების თაობაზე.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შესულია 110 განაცხადი. 60 შემთხვევაში დაიწყო საქმის შესწავლა. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.