თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერში მყარი ნაწილაკები იმატებს

© photo: Sputnik / Stringerნისლი თბილისში
ნისლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2023
გამოწერა
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. 29 იანვრის მდგომარეობით, დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ნარჩუნდება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 18 იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
„ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით უწყვეტ რეჟიმში აზუსტებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ყველა ახალი ამბავი
0