საქართველომ პორტუგალიის გრან-პრიზე პირველი ოქრო მოიპოვა

© Georgian Judo Federationქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე
ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2023
გამოწერა
ფინალში სულამანიძემ იაპონელი არაი იპონით დაამარცხა.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პორტუგალიის გრან პრიზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში სულამანიძემ იაპონელი არაი იპონით დაამარცხა. სულამანიძის ტაქტიკამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ნახევარფინალში სულამანიძემ იოლად დაამარცხა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხი ლუკას კრპალეკი.
კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პორტუგალიის გრან-პრი არის პირველი ტურნირი ძიუდოში 2023 წელს და ის 27 იანვარს დაიწყო. პორტუგალიის გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებში 13 სპორტსმენი იბრძოდა.
ყველა ახალი ამბავი
0