https://sputnik-georgia.com/20230129/irakli-kobaxizem-baskebis-umarlesi-jildoti-dajildovda-274364552.html
ირაკლი კობახიძემ ბასკების უმაღლესი ჯილდო მიიღო
ირაკლი კობახიძემ ბასკების უმაღლესი ჯილდო მიიღო
Sputnik საქართველო
კობახიძემ ჯილდო ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიიღო 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T22:50+0400
2023-01-29T22:50+0400
2023-01-29T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250333892_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_8de21c89f52fa370863b272aeef53286.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.Sabino Arana Foundation არის ბასკური კულტურული ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ბასკური კულტურის, ენისა და ბასკური ნაციონალიზმის პოპულარიზაციას, შესწავლას და გავრცელებას. შეიქმნა 1988 წლის 11 ოქტომბერს ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის მიერ. ფონდს ეწოდა მე-19 საუკუნის ბასკი ნაციონალისტის და ბასკური ნაციონალისტური პარტიის დამფუძნებლის, საბინო არანას სახელი.კობახიძის თქმით, რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს.„მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე, ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან“, - განაცხადა კობახიძემ.მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის კათედრა გაიხსნა. ქვეყნებს შორის არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მათ შორის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში.გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აღნიშნული ჯილდო ქართველებსა და ბასკებს შორის მეგობრობის გაღრმავების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0e/250333892_135:0:1236:826_1920x0_80_0_0_dcf18bfde70e67a5aee527757ab613ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძემ ბასკების უმაღლესი ჯილდო მიიღო
კობახიძემ ჯილდო ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიიღო
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოთი დაჯილდოვდა, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.
Sabino Arana Foundation არის ბასკური კულტურული ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ბასკური კულტურის, ენისა და ბასკური ნაციონალიზმის პოპულარიზაციას, შესწავლას და გავრცელებას. შეიქმნა 1988 წლის 11 ოქტომბერს ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის მიერ. ფონდს ეწოდა მე-19 საუკუნის ბასკი ნაციონალისტის და ბასკური ნაციონალისტური პარტიის დამფუძნებლის, საბინო არანას სახელი.
„ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის – საბინო არანას სახელს ატარებს“, - მიმართა შეკრებილებს კობახიძემ.
კობახიძის თქმით, რამდენიმე მეცნიერული დასკვნით დასტურდება, რომ ბასკებსა და ქართველებს შორის ისტორიული კავშირი არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბასკეთსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული მანძილი საკმაოდ დიდია, აშკარაა მსგავსება კულტურაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში. მეღვინეობა ჩვენი კულტურების არსებითი მახასიათებელია, რაც მეტყველებს, რომ ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს. ასევე, ქართული და ბასკური ენები სტრუქტურულად ახლოსაა ერთმანეთთან“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბასკური ენის კათედრა გაიხსნა. ქვეყნებს შორის არსებობს უწყვეტი პარტნიორობა, მათ შორის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, გასტრონომიისა და ინვესტიციების სფეროებში.
„თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ქვეყანა საოცრად ლამაზი ბუნებით, პეიზაჟებით, ქალაქებითა და სოფლებით, მაგრამ ბასკეთის ყველაზე ღირებული სილამაზე მისი თბილი ხალხია. თითოეულმა ბასკმა, ვისაც ჩვენ შევხვედრილვართ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გაგვეძლიერებინა ჩვენი მეგობრობა. დიდი მადლობა ამისთვის!“ - დასასრულს განაცხადა კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე აღნიშნული ჯილდო ქართველებსა და ბასკებს შორის მეგობრობის გაღრმავების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მიიღო.