https://sputnik-georgia.com/20230128/xelovnebis-sasaxlesi-gamofena-qartuli-portreti-ixsneba-274344268.html
ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ქართული პორტრეტი“ იხსნება
ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ქართული პორტრეტი“ იხსნება
Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მუზეუმში დამთვალიერებლები იხილავენ პორტრეტებს, რომლებიც ყველაზე განთქმულმა ქართველმა მხატვრებმა შექმნეს 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T14:54+0400
2023-01-28T14:54+0400
2023-01-28T14:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/89/230208906_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_821326060e70d1250c5b44c6ef626405.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისში, ხელოვნების სასახლეში 31 იანვარს 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული პორტრეტი".გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს ცნობილი მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების ნამუშევრები. მათ შორის არიან უჩა ჯაფარიძე, ლადო გუდიაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, თაზო ხუციშვილი, რობერტ სტურუა, ვახო რურუა, კირილე ზდანევიჩი, კორნელი სანაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ივანე ვეფხვაძე, გიორგი გეგეჭკორი და სხვ.ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტით აიგო.მუზეუმი თბილისის ისტორიული უბნის ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება.აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და მრავალი სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23020/89/230208906_62:0:1395:1000_1920x0_80_0_0_52eafe50140ba6e783cf3ae1008f7f4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ქართული პორტრეტი“ იხსნება
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მუზეუმში დამთვალიერებლები იხილავენ პორტრეტებს, რომლებიც ყველაზე განთქმულმა ქართველმა მხატვრებმა შექმნეს
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისში, ხელოვნების სასახლეში 31 იანვარს 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „ქართული პორტრეტი".
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს ცნობილი მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების ნამუშევრები. მათ შორის არიან უჩა ჯაფარიძე, ლადო გუდიაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, თაზო ხუციშვილი, რობერტ სტურუა, ვახო რურუა, კირილე ზდანევიჩი, კორნელი სანაძე, ქეთევან მაღალაშვილი, ივანე ვეფხვაძე, გიორგი გეგეჭკორი და სხვ.
ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტით აიგო.
მუზეუმი თბილისის ისტორიული უბნის ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება.
აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და მრავალი სხვ.