https://sputnik-georgia.com/20230128/usa2georgia-mzadaa-aunazrauros-zarali-klientebs-274346264.html
USA2GEORGIA მზადაა აუნაზღაუროს ზარალი კლიენტებს
USA2GEORGIA მზადაა აუნაზღაუროს ზარალი კლიენტებს
Sputnik საქართველო
მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად ონლაინ შეძენილი საქონლის წონის გამოთვლის წესი შეცვალა 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T17:45+0400
2023-01-28T17:45+0400
2023-01-28T17:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273207478_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_e473c0b8992450c76770bef86540ca4a.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA სრულად აუნაზღაურებს ზარალს, რომელიც მათ მიადგათ კლიენტებს წონის გამოთვლის წესის შეცვლის გამო, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.2022 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად შეცვალა წონის გამოთვლის წესი და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.გარდა ამისა, კომპანიამ მიმართა ყველა იმ კლიენტს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა.„კომპანიის მენეჯმენტი პირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს საქმეზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, თუ მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე საკუთრების უფლებას ავტომატურად არ დაკარგავს.USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას ეკრძალება ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.თავად კონკურენციის ეროვნული სააგენტო კი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 107 განაცხადი, მათგან 58 საქმე შესწავლის პროცესშია. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.წყარო - კომპანია USA2GEORGIA-ს ვებგვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/13/273207478_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_cf0ff91cb620621330643cab2ff89c5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
USA2GEORGIA მზადაა აუნაზღაუროს ზარალი კლიენტებს
მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად ონლაინ შეძენილი საქონლის წონის გამოთვლის წესი შეცვალა
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA სრულად აუნაზღაურებს ზარალს, რომელიც მათ მიადგათ კლიენტებს წონის გამოთვლის წესის შეცვლის გამო, ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2022 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ კლიენტის გაუფრთხილებლად შეცვალა წონის გამოთვლის წესი და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
„კომპანია არ შევა მომხმარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გარდა ამისა, კომპანიამ მიმართა ყველა იმ კლიენტს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა.
„კომპანიის მენეჯმენტი პირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტვირთის გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ს საქმეზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, თუ მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე საკუთრების უფლებას ავტომატურად არ დაკარგავს.
USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიას ეკრძალება ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება.
თავად კონკურენციის ეროვნული სააგენტო კი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
ბოლო ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოში 1 ნოემბრიდან დღემდე შესულია მომხმარებლების 107 განაცხადი, მათგან 58 საქმე შესწავლის პროცესშია. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.