რა სიახლე ელოდებათ მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკებთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerხევსურეთი
ხევსურეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
გამოწერა
მობილურ აპლიკაციაში ამ ეტაპზე ბილიკების ნაწილია ჩატვირთული
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ხელმისაწვდომია ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.
აპლიკაცია მოგზაურებს საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციას აწვდის: ბილიკის GPS ტრეკს, რუკას, აღწერას და ფოტო სურათებს, რომელიც დაეხმარება მოლაშქრეებს დაგეგმონ მოგზაურობა და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია მოცემული საფეხმავლო ბილიკების შესახებ.
„ბილიკების“ გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0