https://sputnik-georgia.com/20230128/mkvlelba-tu-tvitmkvleloba-batumsi-42-wlis-qalis-gardacvalebis-faqts-izieben-274345727.html
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ
Sputnik საქართველო
დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის ბათუმში სამუშაოდ იყო წასული. ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს. 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T16:20+0400
2023-01-28T16:20+0400
2023-01-28T16:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811339_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ecb69d6e7f5916c3f2ed3687b20b053e.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს. დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში სამუშაოდ იყო წასული.შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის მიზეზად თავიდან თვითმკვლელობა დაასახელა, თუმცა მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს და ხელახლა მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. მათი ვარაუდით, დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა.ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველები დაკავებულს ქალზე ძალადობას ედავებიან.ბათუმში 1980 წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264811339_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_93bea859e650f248f292ebec5a298f1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ
დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის ბათუმში სამუშაოდ იყო წასული. ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ახალგაზრდა ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 25 იანვარს იპოვეს. დალი ელიზბარაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში სამუშაოდ იყო წასული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის მიზეზად თავიდან თვითმკვლელობა დაასახელა, თუმცა მშობლიურ სოფელში გადასვენების შემდეგ ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარზე დაზიანებები აღმოაჩინეს და ხელახლა მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება. მათი ვარაუდით, დალი ელიზბარაშვილი ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცველები დაკავებულს ქალზე ძალადობას ედავებიან.
ბათუმში 1980 წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.