https://sputnik-georgia.com/20230128/ioc-is-prezidenti-olimpiadaze-rusi-sportsmenebis-dabrunebas-emxroba-274351598.html
IOC-ის პრეზიდენტი ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაბრუნებას ემხრობა
IOC-ის პრეზიდენტი ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაბრუნებას ემხრობა
Sputnik საქართველო
IOC-ის ხელმძღვანელი სპორტსმენების დისკრიმინაციის წინააღმდეგია 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T23:03+0400
2023-01-28T23:03+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
სპორტი
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0b/272117951_328:0:3942:2033_1920x0_80_0_0_fb5e6eb06cdcd0fd8e65bded60c83fde.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ, იუწყება „რია ნოვოსტი“.2022 წლის თებერვალში IOC-მა ურჩია საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს არ დაუშვან შეჯიბრებებზე სპორტსმენები რუსეთისა და ბელარუსიდან უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. ზოგიერთმა საერთაშორისო ფედერაციამ შეასრულა რეკომენდაცია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ნეიტრალური სტატუსის მქონე სპორტსმენები დაუშვა შეჯიბრებებზე.2023 წლის 25 იანვარს IOC-ის აღმასრულებელი კომიტეტი გამოვიდა რეკომენდაციით, დაუშვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე ნეიტრალური სტატუსის მქონე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, იმ პირობით, რომ არ დაიშვებიან ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას.ბოიკოტი, რომელზეც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, არ შეესაბამება IOC-ის მისიას, განაცხადა ბახმა.„ჩვენ ვიცით უკრაინის თვალსაზრისი, რომელსაც სურს არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იზოლაცია, არამედ ყველა რუსის სრული იზოლაცია“, - დასძინა IOC-ის ხელმძღვანელმა.ცალკეული სპორტსმენები არ უნდა დაექვემდებარონ დისკრიმინაციას გარიყვის გზით, მაშინაც კი, თუ ქვეყნები კონფლიქტურ მდგომარეობაში არიან, განაცხადა ბახმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0b/272117951_779:0:3490:2033_1920x0_80_0_0_d168dd27f8ff35f5acfcf6e2828829f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, სპორტი, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
IOC-ის პრეზიდენტი ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაბრუნებას ემხრობა
23:03 28.01.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) IOC-ის ხელმძღვანელი სპორტსმენების დისკრიმინაციის წინააღმდეგია
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
2022 წლის თებერვალში IOC-მა ურჩია საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს არ დაუშვან შეჯიბრებებზე სპორტსმენები რუსეთისა და ბელარუსიდან უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. ზოგიერთმა საერთაშორისო ფედერაციამ შეასრულა რეკომენდაცია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ნეიტრალური სტატუსის მქონე სპორტსმენები დაუშვა შეჯიბრებებზე.
2023 წლის 25 იანვარს IOC-ის აღმასრულებელი კომიტეტი გამოვიდა რეკომენდაციით, დაუშვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე ნეიტრალური სტატუსის მქონე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, იმ პირობით, რომ არ დაიშვებიან ის სპორტსმენები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას.
„სპორტსმენების ჩამოშორება მათი პასპორტის გამო არ შეესაბამება ოლიმპიური ქარტიის ღირებულებებსა და მისიას. შესაძლოა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის საშუალება მიეცეთ", - ციტირებს ბახს Spiegel-ი.
ბოიკოტი, რომელზეც უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა, არ შეესაბამება IOC-ის მისიას, განაცხადა ბახმა.
„ჩვენ ვიცით უკრაინის თვალსაზრისი, რომელსაც სურს არა მხოლოდ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იზოლაცია, არამედ ყველა რუსის სრული იზოლაცია“, - დასძინა IOC-ის ხელმძღვანელმა.
ცალკეული სპორტსმენები არ უნდა დაექვემდებარონ დისკრიმინაციას გარიყვის გზით, მაშინაც კი, თუ ქვეყნები კონფლიქტურ მდგომარეობაში არიან, განაცხადა ბახმა.