https://sputnik-georgia.com/20230128/cxaize-mkurnalobaze-uaris-tqmam-saakasvili-fatalur-sedegamde-seizleba-miiyvanos-274347104.html
ჩხაიძე: მკურნალობაზე უარის თქმამ სააკაშვილი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს
ჩხაიძე: მკურნალობაზე უარის თქმამ სააკაშვილი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს საჭირო საკვებსა და მკურნალობაზე და ამით პროტესტს გამოხატავს 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T18:00+0400
2023-01-28T18:00+0400
2023-01-28T18:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_467e61df1af023f2c5d26a3c427d682a.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობაზე, რამაც შესაძლოა ის სიკვდილამდე მიიყვანოს, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.სააკაშვილი კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი, გარდა ამისა, მისი ორგანიზმი გამოფიტულია.მან მოუწოდა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, დაარწმუნოს თავისი შვილი, რომ დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა დამძიმდება.„სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“, - განაცხადა ჩხაიძემ.მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი წინაში კვლავაც იკლებს.ექს-პრეზიდენტი საკვებზე უარს აცხადებს, ამტკიცებს კლინიკის დირექტორი.„საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც არის რეკომენდირებული. მან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება, საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა“, - განაცხადა ჩხაიძემ.ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ აქვს მონელების პრობლემები, ის საკვებზე უარს პროტესტის ნიშნად აცხადებს.რაც შეეხება კორონავირუსს, დირექტორის თქმით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.„სტაბილური რჩება დღევანდელ დღემდე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე არ საჭიროებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.დაკავების მომენტიდან სააკაშვილმა ციხის საკანში საერთო ჯამში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული - ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი „ვივამედში“.თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636553_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_37a747f18ea8f4e5402472c227879f4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ჩხაიძე: მკურნალობაზე უარის თქმამ სააკაშვილი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს
ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს საჭირო საკვებსა და მკურნალობაზე და ამით პროტესტს გამოხატავს
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობაზე, რამაც შესაძლოა ის სიკვდილამდე მიიყვანოს, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილი კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტს აქვს დადასტურებული კორონავირუსი, გარდა ამისა, მისი ორგანიზმი გამოფიტულია.
„ვინაიდან ჩვენ და კლინიკა ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, შეთავაზებული იყო ინკლუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მან მოუწოდა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, დაარწმუნოს თავისი შვილი, რომ დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა დამძიმდება.
„სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი წინაში კვლავაც იკლებს.
„დღეს დილით პაციენტი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65 კილოგრამი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ექს-პრეზიდენტი საკვებზე უარს აცხადებს, ამტკიცებს კლინიკის დირექტორი.
„საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც არის რეკომენდირებული. მან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება, საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ აქვს მონელების პრობლემები, ის საკვებზე უარს პროტესტის ნიშნად აცხადებს.
„თვითონ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით, რომ დამძიმდეს კიდევ მისი მდგომარეობა. შემდეგ მართლა შეიძლება, გახდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანი, არადა ახლა, სადაც იმყოფება პაციენტი, აღჭურვილია ყველა აპარატურით, ეს არის ინტენსიური პალატა ფაქტობრივად“, - განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსს, დირექტორის თქმით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„სტაბილური რჩება დღევანდელ დღემდე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე არ საჭიროებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
დაკავების მომენტიდან სააკაშვილმა ციხის საკანში საერთო ჯამში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული - ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი „ვივამედში“.
თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.