https://sputnik-georgia.com/20230127/the-guardian-xvica-kvaracxelia-ronalduze-uketesia-274302834.html
The Guardian: ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე უკეთესია
The Guardian: ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე უკეთესია
კვარაცხელიას წყალობით „ნაპოლის“ სანუკვარ „სკუდეტოსთან“ სულ ცოტა აშორებს, ნათქვამია გამოცემის სტატიაში. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T09:47+0400
2023-01-27T09:47+0400
2023-01-27T15:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268302387_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_50f7a5198ce7d5adf48c06175afdeb10.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Guardian-ის ვერსიით, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგში მოხვდა.კვარაცხელია რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს. შედარებისთვის: კრიშტიანუ რონალდუ („ან-ნასრ“) 51-ე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი 52-ე პოზიციას იკავებს.„მეტსახელი „კვარადონა“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რაღაც განსაკუთრებულია საჭირო, რომ ნეაპოლში ელ-დიეგოსთან შედარება დაიმსახურო“, – წერს გამოცემა.როგორც The Guardian-ის სტატიაშია ნათქვამი, კვარაცხელია დაეხმარა „ნაპოლის“ სანუკვარ „სკუდეტოს“ მიუახლოვდეს. კლუბი იტალიის ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ არ გამხდარა.სიაში მე-11 ადგილზეა სადიო მანე („ბავარია“), მე-12-ზე – ნეიმარი (PSG).სიის პირველ ათეულს და მის საბოლოო ვერსიას გამოცემა პარასკევს, 27 იანვარს გამოაქვეყნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268302387_38:0:1317:959_1920x0_80_0_0_df308c3a2a1e05105917772cc6caa2c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
The Guardian: ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე უკეთესია
09:47 27.01.2023 (განახლებულია: 15:37 27.01.2023) კვარაცხელიას წყალობით „ნაპოლის“ სანუკვარ „სკუდეტოსთან“ სულ ცოტა აშორებს, ნათქვამია გამოცემის სტატიაში.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Guardian-ის ვერსიით, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგში მოხვდა.
კვარაცხელია რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს. შედარებისთვის: კრიშტიანუ რონალდუ („ან-ნასრ“) 51-ე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი 52-ე პოზიციას იკავებს.
„მეტსახელი „კვარადონა“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. რაღაც განსაკუთრებულია საჭირო, რომ ნეაპოლში ელ-დიეგოსთან შედარება დაიმსახურო“, – წერს გამოცემა.
როგორც The Guardian-ის სტატიაშია ნათქვამი, კვარაცხელია დაეხმარა „ნაპოლის“ სანუკვარ „სკუდეტოს“ მიუახლოვდეს. კლუბი იტალიის ჩემპიონი 1990 წლის შემდეგ არ გამხდარა.
სიაში მე-11 ადგილზეა სადიო მანე („ბავარია“), მე-12-ზე – ნეიმარი (PSG).
სიის პირველ ათეულს და მის საბოლოო ვერსიას
გამოცემა პარასკევს, 27 იანვარს გამოაქვეყნებს.