https://sputnik-georgia.com/20230127/saqartveloshi-navtobproduqtebis-warmoeba-partovdeba-274335978.html
საქართველოში ნავთობპროდუქტების წარმოება ფართოვდება
საქართველოში ნავთობპროდუქტების წარმოება ფართოვდება
Sputnik საქართველო
საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20.000 ტონამდე გაზრდის, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T22:22+0400
2023-01-27T22:22+0400
2023-01-27T22:58+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274327992_0:144:2048:1296_1920x0_80_0_0_11bdbd969a17f787a69931998a85041a.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი" საქმიანობას Serpens-ის სახელით გააგრძელებს, იუწყება რუსთავის მერიის პრეს-სამსახური.მერიის ცნობით, ბიტუმის წარმოება-მომარაგებით დაკავებული კომპანია განახლდა და, რებრენდინგის შემდეგ, საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20.000 ტონამდე გაზრდის, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.ასევე იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაც და რვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, გადმოტვირთვა და ჩატვირთვა.კომპანიაში ამჟამად 70-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, საწარმოს სტანდარტის გასაუმჯობესებლად იგეგმება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ათი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოზიდვა.თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა.სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიას გადაეცა რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში 10 ჰექტარი ფართობის დაპირებული მიწის ნაკვეთი. კომპანიის ინვესტიციების მოცულობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა.რუსთავში მდებარე ამერიკული სტანდარტის გადამამუშავებელი ქარხანა Serpens აწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი 5 სხვადასხვა მარკის უმაღლესი ხარისხის ბიტუმს და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით 1-7 საათის განმავლობაში. საწარმო არა მხოლოდ მიიღებს ნედლეულს, არამედ უზრუნველყოფს მათ შენახვას გაფართოებულ საცავებში მოდერნიზაციის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ბიტუმის სტაბილურად მაღალ ხარისხს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274327992_15:0:1835:1365_1920x0_80_0_0_842214183f20f41f309297e690298224.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ნავთობპროდუქტების წარმოება ფართოვდება
22:22 27.01.2023 (განახლებულია: 22:58 27.01.2023) საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20.000 ტონამდე გაზრდის, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი" საქმიანობას Serpens-ის სახელით გააგრძელებს, იუწყება რუსთავის მერიის პრეს-სამსახური.
მერიის ცნობით, ბიტუმის წარმოება-მომარაგებით დაკავებული კომპანია განახლდა და, რებრენდინგის შემდეგ, საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20.000 ტონამდე გაზრდის, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება მომხმარებლისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.
ასევე იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაც და რვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, გადმოტვირთვა და ჩატვირთვა.
კომპანიაში ამჟამად 70-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.
გარდა ამისა, საწარმოს სტანდარტის გასაუმჯობესებლად იგეგმება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ათი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოზიდვა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიას გადაეცა რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში 10 ჰექტარი ფართობის დაპირებული მიწის ნაკვეთი. კომპანიის ინვესტიციების მოცულობამ 30 მილიონი ლარი შეადგინა.
რუსთავში მდებარე ამერიკული სტანდარტის გადამამუშავებელი ქარხანა Serpens აწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისი 5 სხვადასხვა მარკის უმაღლესი ხარისხის ბიტუმს და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით 1-7 საათის განმავლობაში. საწარმო არა მხოლოდ მიიღებს ნედლეულს, არამედ უზრუნველყოფს მათ შენახვას გაფართოებულ საცავებში მოდერნიზაციის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს ბიტუმის სტაბილურად მაღალ ხარისხს.