საქართველოს XV საუკუნის იტალიელი მხატვრის ტილო დაუბრუნდა

© courtesy of Giorgi Kalandiaიაკობო დელ სელალიოს ტილო
იაკობო დელ სელალიოს ტილო - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
იტალიური აღორძინების ადრეული პერიოდის წარმომადგენლის ნამუშევარი თბილისის ხელოვნების სასახლეში მოთავსდა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. იტალიელი მხატვრის იაკობო დელ სელალიოს ტილო, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ გავიდა საზღვარგარეთ, საქართველოს დაუბრუნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დაწერა.
თავის პუბლიკაციაში კალანდიამ აღნიშნა, რომ 1990-იან წლებში ექსპონატების საქართველოდან გატანა ჩვეულებრივი საქმე იყო, ამიტომ ახლა ის მოხარულია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეგზემპლარების დაბრუნების პროცესი დაიწყო.
© courtesy of Giorgi Kalandiaიაკობო დელ სელალიოს ტილო
Полотно итальянского художника Якопо дель Селлайо - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
იაკობო დელ სელალიოს ტილო
„ეს არის ადრეული იტალიური რენესანსის შესანიშნავი წარმომადგენლის იაკობო დელ სელალიოს ბრწყინვალე ნამუშევარი. XV საუკუნის ეს ფლორენციელი დიდოსტატი ბოტიჩელის, ფილიპინო ლიპის და დომენიკო გირლანდაიოს მხატვრული ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებლად ითვლება“, – დაწერა კალანდიამ.
თუმცა, არ არის დაზუსტებული, რომელ ქვეყანაში იყო გატანილი ტილო. კალანდიამ აღნიშნა, რომ ამ დონისა და პერიოდის მხატვრის ნამუშევარი მანამდე ჩვენს ეროვნულ კოლექციებში არ ინახებოდა.
© courtesy of Giorgi Kalandiaიაკობო დელ სელალიოს ტილო
Полотно итальянского художника Якопо дель Селлайо - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
იაკობო დელ სელალიოს ტილო
კალანდიამ ასევე აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საქმის დასრულება არ გამოვიდოდა. ამასთან, ხელოვნების სასახლის დირექტორმა პირობა დადო, რომ წელს საქართველოს კიდევ ერთი შედევრი დაუბრუნდება.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოში დაბრუნდა 1920-იან წლებში გრაფისეული კოლექციიდან გაყიდული გამორჩეული ექსპონატი, აღნიშნა კალანდიამ და დასძინა, რომ ამ პერიოდში ე.წ. საბჭოთა აუქციონებზე, რომელსაც „კოლექტივის დუქანს“ ეძახდნენ, არაერთი ნივთი გაიყიდა, მათ შორის იყო ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი უნიკალური ნივთები, რომელიც ბაქოელმა მუშამ სულ რაღაც 30 მანეთად შეიძინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0