საქართველოს მოსახლეობა 0-დან 24 წლამდე: როგორ იცვლებოდა სტატისტიკა 1926-2022 წლებში

გამოწერა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ბავშვები და მოზარდები საქართველოში 2022".
პუბლიკაცია ძირითადად მოიცავს 2017-2021 წლების მონაცემებს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ცხოვრების დონის, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების შესახებ.
„Sputnik-საქართველოს” ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ იცვლებოდა ქვეყანაში 0-დან 24 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა 1926 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში.
ქვეყნის მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება.
მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით, 4.371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მეორე საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 3.729.635 ადამიანი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0