https://sputnik-georgia.com/20230127/meupe-shio-wminda-ninom-dagvawapa-qristes-mozgvrebas-274329145.html
მეუფე შიო: წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას
მეუფე შიო: წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას
საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T19:21+0400
2023-01-27T19:21+0400
2023-01-27T22:28+0400
საქართველო
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23466/59/234665942_0:93:3305:1952_1920x0_80_0_0_1e22e3f8308cd2ff7b9f0382b8ea0468.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა, მათ შორის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებულია ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა. „წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას დაუთმო. მისი ამ სამოციქულო ღვაწლის ნაყოფიც დიადი იყო – ჩვენი ერი ქრისტიანობაზე მოექცა”, – განაცხადა მეუფე შიომ.საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, წმინდანის საფლავთან დღემდე აღესრულება უამრავი სასწაული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23466/59/234665942_290:0:3015:2044_1920x0_80_0_0_2da3e49eb34d595cfb808218b2e96d4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
მეუფე შიო: წმინდა ნინომ დაგვაწაფა ჩვენ ქრისტეს მოძღვრებას
19:21 27.01.2023 (განახლებულია: 22:28 27.01.2023) საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.
ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა, მათ შორის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებულია ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა.
„წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას დაუთმო. მისი ამ სამოციქულო ღვაწლის ნაყოფიც დიადი იყო – ჩვენი ერი ქრისტიანობაზე მოექცა”, – განაცხადა მეუფე შიომ.
საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, წმინდანის საფლავთან დღემდე აღესრულება უამრავი სასწაული.