https://sputnik-georgia.com/20230127/gamoica-qartuli-modis-istoria-274336189.html
გამოიცა „ქართული მოდის ისტორია”
გამოიცა „ქართული მოდის ისტორია”
ალბომში ძირითადად თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ძვირფასი ნიმუშები. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T22:43+0400
2023-01-27T22:43+0400
2023-01-27T23:02+0400
საქართველო
საქართველო და კულტურა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274330100_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_aa06ecc2cb94016e306ec31ee24082f7.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიას წიგნის „ქართული მოდის ისტორია" პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„ქართული მოდის ისტორია" 400-გვერდიანი ილუსტრირებული ენციკლოპედიაა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოში ქსოვილისა და სამოსის გაფორმების ევოლუციას, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე. ნაშრომში გამოყენებულია 3 ათასზე მეტი ილუსტრაცია.წიგნის ილუსტრირებისთვის მოხდა ბევრი სამოსის რეკონსტრუქცია, რაც ძალიან საინტერესოა ისტორიკოსებისთვის, ეთნოლოგებისთვის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის, აღნიშნა სამუშიამ.ღონისძიების დასასრულ ავტორმა წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.გიორგი კალანდია არის ქართველი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი. კალანდია ასევე არის გადაცემების „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“ ავტორი, „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე.მისი ავტორობით ათამდე წიგნია გამოცემული. 2010-2011 წლებში იგი ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, 2012 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2020 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274330100_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b180df7f7eb3e2898b697ac711a889f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო და კულტურა, საზოგადოება, ახალი ამბები
გამოიცა „ქართული მოდის ისტორია”
22:43 27.01.2023 (განახლებულია: 23:02 27.01.2023) ალბომში ძირითადად თავმოყრილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ქსოვილისა და კოსტიუმების კოლექციის ძვირფასი ნიმუშები.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიას წიგნის „ქართული მოდის ისტორია" პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული მოდის ისტორია" 400-გვერდიანი ილუსტრირებული ენციკლოპედიაა, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს საქართველოში ქსოვილისა და სამოსის გაფორმების ევოლუციას, უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე. ნაშრომში გამოყენებულია 3 ათასზე მეტი ილუსტრაცია.
„თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოში მსგავსი გამოცემა არ შექმნილა ქართული მოდის ისტორიის მიმართულებით. მეტიც, ამ ნაშრომს აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო დატვირთვა", – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
წიგნის ილუსტრირებისთვის მოხდა ბევრი სამოსის რეკონსტრუქცია, რაც ძალიან საინტერესოა ისტორიკოსებისთვის, ეთნოლოგებისთვის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის, აღნიშნა სამუშიამ.
ღონისძიების დასასრულ ავტორმა წიგნი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
გიორგი კალანდია არის ქართველი ისტორიკოსი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი. კალანდია ასევე არის გადაცემების „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“ ავტორი, „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე.
მისი ავტორობით ათამდე წიგნია გამოცემული. 2010-2011 წლებში იგი ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, 2012 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2020 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.