https://sputnik-georgia.com/20230127/11-eqims-sertipikatis-moqmedeba-sheucherda-274332715.html
11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
Sputnik საქართველო
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T21:27+0400
2023-01-27T21:27+0400
2023-01-27T22:44+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. 2022 წელს საბჭოს წევრებმა 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 266 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 70 ექიმს კი საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
21:27 27.01.2023 (განახლებულია: 22:44 27.01.2023) მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 11 ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
2022 წელს საბჭოს წევრებმა 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 266 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 70 ექიმს კი საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.