https://sputnik-georgia.com/20230126/uefam-supertasis-matci-rusetidan-saberznetsi-gadaitana-274288156.html
უეფამ სუპერთასის მატჩი რუსეთიდან საბერძნეთში გადაიტანა
უეფამ სუპერთასის მატჩი რუსეთიდან საბერძნეთში გადაიტანა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია უეფამ რუსეთს სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოშია... 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T17:15+0400
2023-01-26T17:15+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სპორტი
უეფა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22791/10/227911045_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_5ae54ae8425c7f61f68e5106c98be6c9.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია უეფამ რუსეთს სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი, იუწყება ამერიკული მედია.როგორც გამოცემა წერს, მანამდე დაგეგმილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულთა მატჩი, რომელიც ახალ სეზონს გახსნის, ქალაქ ყაზანში გაიმართებოდა, სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები მიმდინარეობდა.აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ კი უეფამ გამოაცხადა, რომ სუპერთასის მატჩი 16 აგვისტოს ათენში, გეორგიოს კარაისკაკისის სტადიონზე გაიმართება.გასული წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უეფამ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან საფრანგეთში, სენ-დენის „სტად დე ფრანსზე“ გადაიტანა, მაგრამ სუპერთასთან დაკავშირებით მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.ამასთან რუსულ კლუბებს გასული წლის 28 თებერვლიდან უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერდათ.გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა სპორტის მმართველ ორგანოებს, არ ჩაატარონ შეჯიბრებები რუსეთში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22791/10/227911045_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_77bf78c8297fcaab35472cd6e4095b15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სპორტი, უეფა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სპორტი, უეფა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია უეფამ რუსეთს სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი, იუწყება ამერიკული მედია.
როგორც გამოცემა წერს, მანამდე დაგეგმილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულთა მატჩი, რომელიც ახალ სეზონს გახსნის, ქალაქ ყაზანში გაიმართებოდა, სადაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები მიმდინარეობდა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ კი უეფამ გამოაცხადა, რომ სუპერთასის მატჩი 16 აგვისტოს ათენში, გეორგიოს კარაისკაკისის სტადიონზე გაიმართება.
გასული წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უეფამ 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგიდან საფრანგეთში, სენ-დენის „სტად დე ფრანსზე“ გადაიტანა, მაგრამ სუპერთასთან დაკავშირებით მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ამასთან რუსულ კლუბებს გასული წლის 28 თებერვლიდან უეფასა და ფიფას ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერდათ.
გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა სპორტის მმართველ ორგანოებს, არ ჩაატარონ შეჯიბრებები რუსეთში.