https://sputnik-georgia.com/20230126/saxaliso-ambebi-274283126.html
„ცუდად გამოვიყურები“: ძებნილმა ქალმა პოლიციაში დარეკა და ფოტოს შეცვლა მოითხოვა
„ცუდად გამოვიყურები“: ძებნილმა ქალმა პოლიციაში დარეკა და ფოტოს შეცვლა მოითხოვა
Sputnik საქართველო
ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ პირველი ფრაზა, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, ვფიქრობთ, ასეთი იქნება: „რას არ გაიგონებს კაცის ყური?!“ 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T14:15+0400
2023-01-26T14:15+0400
2023-11-10T15:02+0400
ეს საინტერესოა
ნამდვილი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274282742_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_6f45e701754da7f24157b24bb8e0f4db.jpg
ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის პოლიციამ სოციალურ ქსელში 34 წლის მონიკა ჰარგროუვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეიარაღებული ძარცვის მუხლით იძებნებოდა. ფოტო რამდენიმე წლის წინანდელი იყო, რომელიც ქალისთვის წინა დაპატიმრების დროს გადაეღოთ და კარტოთეკაში შეეტანათ.სოციალურ ქსელში სურათის განთავსებიდან რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში ტელეფონმა დარეკა: გაბრაზებული მონიკა ფოტოს შეცვლას მოითხოვდა, ამბობდა, მაგ სურათში ცუდად გამოვიყურები და სხვა დადეთო.პოლიცია შეჰპირდა, მობრძანდით განყოფილებაში, ახალ სურათს გადაგიღებთ და იმას ავტვირთავთო და… მონიკაც მივიდა.განყოფილებაში მისვლა და დაპატიმრება ერთი იყო — პოლიციას უკვე გაემზადებინა ორდერი. მერე ახალი ფოტოც გადაუღეს და ისიც შეინახეს კარტოთეკაში. თუმცა ძველი ფოტო სოცქსელის გვერდიდან არ მოუხსნიათ. ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელმაც დამნაშავეს „შორს გაუთქვა სახელი“.მაგალითად, კალიფორნიელი ჯერემი მიქსი ქალაქ სტოკტონში მოწყობილი სროლებისას დააკავეს და მისი ფოტო სხვა სამი დაკავებულის ფოტოებთან ერთად პოლიციის გვერდზე ატვირთეს. ჯერემიმ ისე მოხიბლა სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომ მოკლე ხანში ასობით ათასი მოწონება და ამდენივე აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა. რაღა თქმა უნდა, მომწონებლების უდიდეს ნაწილს ქალბატონები შეადგენდნენ.მსგავსი რამ მოხდა მაშინაც, როდესაც კანადის პოლიციამ 21 წლის დამნაშავე გოგონა სტეფანი ბოდუა გამოაცხადა ძებნაში. სტეფანი სისხლის სამართლის ერთი კი არა, მთელი 114 მუხლით იძებნებოდა.მასმედიამ სასწრაფოდ გაავრცელა პოლიციის განცხადება და თან სოციალური ქსელიდან აღებული ფოტოც დაურთო, რომელშიც სტეფანი შავ საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული.ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ ფოტომ დამნაშავე გოგონას სახელი კანადის საზღვრებს გადააცილა და მალე ის „ყველაზე სექსუალურ დამნაშავედ“ შერაცხეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274282742_136:0:2867:2048_1920x0_80_0_0_c262b846010e429a139081251cd3bc61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, ნამდვილი ამბები
ეს საინტერესოა, ნამდვილი ამბები
„ცუდად გამოვიყურები“: ძებნილმა ქალმა პოლიციაში დარეკა და ფოტოს შეცვლა მოითხოვა
14:15 26.01.2023 (განახლებულია: 15:02 10.11.2023) ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ პირველი ფრაზა, რაც შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში, ვფიქრობთ, ასეთი იქნება: „რას არ გაიგონებს კაცის ყური?!“
ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის პოლიციამ სოციალურ ქსელში 34 წლის მონიკა ჰარგროუვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შეიარაღებული ძარცვის მუხლით იძებნებოდა. ფოტო რამდენიმე წლის წინანდელი იყო, რომელიც ქალისთვის წინა დაპატიმრების დროს გადაეღოთ და კარტოთეკაში შეეტანათ.
სოციალურ ქსელში სურათის განთავსებიდან რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებაში ტელეფონმა დარეკა: გაბრაზებული მონიკა ფოტოს შეცვლას მოითხოვდა, ამბობდა, მაგ სურათში ცუდად გამოვიყურები და სხვა დადეთო.
პოლიცია შეჰპირდა, მობრძანდით განყოფილებაში, ახალ სურათს გადაგიღებთ და იმას ავტვირთავთო და… მონიკაც მივიდა.
განყოფილებაში მისვლა და დაპატიმრება ერთი იყო — პოლიციას უკვე გაემზადებინა ორდერი. მერე ახალი ფოტოც გადაუღეს და ისიც შეინახეს კარტოთეკაში. თუმცა ძველი ფოტო
სოცქსელის გვერდიდან არ მოუხსნიათ.
ირკვევა, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, რომელმაც დამნაშავეს „შორს გაუთქვა სახელი“.
მაგალითად, კალიფორნიელი ჯერემი მიქსი ქალაქ სტოკტონში მოწყობილი სროლებისას დააკავეს და მისი ფოტო სხვა სამი დაკავებულის ფოტოებთან ერთად პოლიციის გვერდზე ატვირთეს.
ჯერემიმ ისე მოხიბლა სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომ მოკლე ხანში ასობით ათასი მოწონება და ამდენივე აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა. რაღა თქმა უნდა, მომწონებლების უდიდეს ნაწილს ქალბატონები შეადგენდნენ.
მსგავსი რამ მოხდა მაშინაც, როდესაც კანადის პოლიციამ 21 წლის დამნაშავე გოგონა სტეფანი ბოდუა გამოაცხადა ძებნაში. სტეფანი სისხლის სამართლის ერთი კი არა, მთელი 114 მუხლით იძებნებოდა.
მასმედიამ სასწრაფოდ გაავრცელა პოლიციის განცხადება და თან სოციალური ქსელიდან აღებული ფოტოც დაურთო, რომელშიც სტეფანი შავ საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული.
ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ამ ფოტომ დამნაშავე გოგონას სახელი კანადის საზღვრებს გადააცილა და მალე ის „ყველაზე სექსუალურ დამნაშავედ“ შერაცხეს.