https://sputnik-georgia.com/20230126/rodis-gaixsneba-lagodexis-sabajo-punqti-274289469.html
როდის გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“?
როდის გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“?
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T18:51+0400
2023-01-26T18:51+0400
2023-01-26T21:40+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274286583_0:0:3206:1804_1920x0_80_0_0_62fc50848932020f50466382303197f5.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, მათგან ერთი სარკინიგზო პუნქტია. ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.მინისტრის თქმით, ასევე მიმდინარეობს სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება.ADB: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი ხელს შეუწყობს ვაჭრობას>>>როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საკითხზე აზერბაიჯანში საელჩოსთან ერთად მუშაობენ. ამისთვის რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 19 მარტიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში საჰაერო გზით გამგზავრება. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274286583_273:0:3004:2048_1920x0_80_0_0_eb93d9eabdc984161463cf93e63c90dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“?
18:51 26.01.2023 (განახლებულია: 21:40 26.01.2023) მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ 2023 წელს გაიხსნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, მათგან ერთი სარკინიგზო პუნქტია. ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 2020 წლის 14 მარტს ჩაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმის დაწესების გამო, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„2022 წელს ჩვენ გვქონდა საშუალება, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაგვეხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა იქნება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ასევე მიმდინარეობს სხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტების სრული რეაბილიტაცია-განახლება.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სახმელეთო საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების აღდგენის საკითხზე აზერბაიჯანში საელჩოსთან ერთად მუშაობენ. ამისთვის რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 19 მარტიდან შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეების აზერბაიჯანში საჰაერო გზით გამგზავრება. ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.