https://sputnik-georgia.com/20230126/qartveli-mociguraveebi-evropis-chempionatis-ateulshi-ver-moxvdnen-274277937.html
ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამის შემდეგ ათეულში ვერ მოხვდნენ
ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამის შემდეგ ათეულში ვერ მოხვდნენ
Sputnik საქართველო
ნიკა ეგაძე მე-12 ადგილს, მორის ყვითელაშვილი კი მე-16 ადგილს იკავებს. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T14:03+0400
2023-01-26T14:03+0400
2023-01-26T20:07+0400
საქართველო
ფინეთი
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264598730_0:0:3133:1762_1920x0_80_0_0_fc1c11266bd9148e9e2611633cfa1623.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველი მოციგურავეები ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით გამოსვლის შედეგებით ათეულში ვერ მოხვდნენ.ფინეთი ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: ერთეულებში 30 ქალი და 29 მამაკაცი და 13 სპორტული და 23 საცეკვაო წყვილი.მოკლე პროგრამის შედეგებით, ნიკა ეგაძე 72,96 ქულით მე-12 ადგილზეა, მორის ყვითელაშვილმა კი 70,55 ქულით მოკლე პროგრამა მე-16 ადგილზე დაასრულა.27 იანვარს სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.ხუთშაბათს ყინულზე ძალებს ანასტასია გუბანოვა მოსინჯავს. მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი ტურნირში 27 იანვრიდან ჩაერთვებიან.ევროპის ჩემპიონატი 29 იანვარს დასრულდება. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება გაურკვეველი ვადით შეჩერებული აქვთ.
საქართველო
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264598730_284:0:3015:2048_1920x0_80_0_0_41af33f74cf025c9b86436f9705064ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ფინეთი, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ფინეთი, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამის შემდეგ ათეულში ვერ მოხვდნენ
14:03 26.01.2023 (განახლებულია: 20:07 26.01.2023) ნიკა ეგაძე მე-12 ადგილს, მორის ყვითელაშვილი კი მე-16 ადგილს იკავებს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველი მოციგურავეები ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით გამოსვლის შედეგებით ათეულში ვერ მოხვდნენ.
ფინეთი ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: ერთეულებში 30 ქალი და 29 მამაკაცი და 13 სპორტული და 23 საცეკვაო წყვილი.
მოკლე პროგრამის შედეგებით, ნიკა ეგაძე 72,96 ქულით მე-12 ადგილზეა, მორის ყვითელაშვილმა კი 70,55 ქულით მოკლე პროგრამა მე-16 ადგილზე დაასრულა.
27 იანვარს სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.
ხუთშაბათს ყინულზე ძალებს ანასტასია გუბანოვა მოსინჯავს. მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი ტურნირში 27 იანვრიდან ჩაერთვებიან.
ევროპის ჩემპიონატი 29 იანვარს დასრულდება. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება გაურკვეველი ვადით შეჩერებული აქვთ.