https://sputnik-georgia.com/20230126/patrusevi-dasavletoi-rusetze-lasqrobas-awyobs-274288696.html
პატრუშევი: დასავლეთი რუსეთზე ლაშქრობას აწყობს
პატრუშევი: დასავლეთი რუსეთზე ლაშქრობას აწყობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებების „ცხელი ფაზის“ დასრულდების შემდეგ დასავლეთი მაინც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომს... 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T17:46+0400
2023-01-26T17:46+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252116280_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_63e288a5543e7a41cde401226b1089f2.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებების „ცხელი ფაზის“ დასრულდების შემდეგ დასავლეთი მაინც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომს, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.მისი თქმით, ნატო და აშშ „ამ სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივებას გეგმავენ“.მისი აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები „რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის შეერთებული შტატების მრავალწლიანი სამზადისის შედეგია“. ამასთან პატრუშევი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთს კოლექტიური დასავლეთი ებრძვის.მანამდე, 25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება „დღესვე“ დასრულდეს, თუ რუსული ჯარები რუსეთში დაბრუნდებიან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება. „ეს არ არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“, — თქვა ბაიდენმა.კრემლი არ ეთანხმება სიტუაციის ამგვარ შეფასებას. რუსეთში მიაჩნიათ, რომ დასავლური იარაღის უკრაინისთვის მიწოდება კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ჩართვას ნიშნავს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252116280_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_55caa735a3964353ef73be402979812f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებების „ცხელი ფაზის“ დასრულდების შემდეგ დასავლეთი მაინც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომს, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს.
მისი თქმით, ნატო და აშშ „ამ სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივებას გეგმავენ“.
„აუცილებელია გვესმოდეს, რომ უკრაინაში კონფლიქტის „ცხელი ფაზის“ დასრულების შემთხვევაშიც კი ანგლოსაქსური სამყარო არ შეწყვეტს მარიონეტულ ომს რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, — განაცხადა პატრუშევმა.
მისი აზრით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები „რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის შეერთებული შტატების მრავალწლიანი სამზადისის შედეგია“. ამასთან პატრუშევი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთს კოლექტიური დასავლეთი ებრძვის.
„21-ე საუკუნეში კიევის ნაცისტური მარიონეტული რეჟიმის გამოყენებით კოლექტიური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობას აწყობს“, — განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მანამდე, 25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები შეიძლება „დღესვე“ დასრულდეს, თუ რუსული ჯარები რუსეთში დაბრუნდებიან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება. „ეს არ არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“, — თქვა ბაიდენმა.
კრემლი არ ეთანხმება სიტუაციის ამგვარ შეფასებას. რუსეთში მიაჩნიათ, რომ დასავლური იარაღის უკრაინისთვის მიწოდება კონფლიქტში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ჩართვას ნიშნავს.