მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

CPJ: ჟურნალისტთა დაღუპვის ფაქტებმა მკვეთრად მოიმატა - ახალი სტატისტიკა

© Pixabay / www_slon_picsფოტორეპორტიორი
ფოტორეპორტიორი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გასულ წელს მსოფლიოში სულ მცირე 67 ჟურნალისტი დაიღუპა, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2021 წლის მონაცემებზე, იუწყება ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი (CPJ).
კომიტეტის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი პრესის მუშაკი – 15 ჟურნალისტი უკრაინაში დაიღუპა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
მეორე ადგილზეა მექსიკა, სადაც 13 რეპორტიორი მოკლეს, ხოლო მესამეზე — ჰაიტი, შვიდი დაღუპული ჟურნალისტით.
აღინიშნება, რომ ამ ქვეყნებში მანამდე არასდროს დაღუპულა ამდენი რეპორტიორი ერთი წლის განმავლობაში.
CPJ-ს ცნობით, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჰაიტი და მექსიკა, ჟურნალისტებს ძირითადად მიზანმიმართულად უსწორდებიან მათი საქმიანობისთვის, მაგრამ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა თითქმის ვერასდროს ხერხდება.
რაც შეეხება უკრაინას, კომიტეტში აცხადებენ, რომ იქ რეპორტიორების დაღუპვის გარემოებები ხშირად არ არის დოკუმენტირებული.
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტების მკვლელობის სტატისტიკა 2022 წლის 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. იმ დროისათვის, მათი მონაცემებით, 57 რეპორტიორი იყო დაღუპული. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს მედიის მინიმუმ 65 მუშაკი გაიტაცეს. ზოგი მათგანის ბედი ამ დრომდე უცნობია.
წყარო: CPJ
ყველა ახალი ამბავი
0