უჩვეულო რეცეპტი: ხახვის კატლეტი შებოლილ ხორცთან ერთად

© Pixabay / byrevკატლეტი
კატლეტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
კატლეტი ბევრი ჩვენგანის საყვარელი კერძია. ზოგი მას ტრადიციულად საქონლისა და ღორის ხორცის შერეული ფარშით ამზადებს, ზოგი — ქათმის ხორცით, ზოგიც ბოსტნეულის კატლეტს ანიჭებს უპირატესობას.
ქვემოთ გთავაზობთ უჩვეულო და ძალიან განსხვავებულ — ხახვის კატლეტის რეცეპტს, რომელიც შებოლილ ხორცთან ერთად იჭმება.

ინგრედიენტები

ხახვი5 თავი;
შებოლილი მკერდი — 125 გ;
ხორბლის ფქვილი — 5 სუფრის კოვზი;
სეზამის ფქვილი — 1 სუფრის კოვზი;
კვერცხი — 1 ცალი;
დაფქული პაპრიკა (წითელი ბულგარული წიწაკა) — 1 ჩაის კოვზი;
შავი პილპილი — 1 ჩაის კოვზი;
უცხო სუნელი — 1 ჩაის კოვზი;
ზეითუნის ზეთი — 30 მლ;
სეზამის მარცვლები — 2 სუფრის კოვზი;
ოხრახუში — რამდენიმე ღერი;
ყავისფერი შაქარი — ერთი მწიკვი;
მარილი — გემოვნებით.

მომზადების წესი

გაფცქვენით ხახვი, გარეცხეთ და დაჭერით თხელ ნახევარრგოლებად — ოღონდ არა განივად, არამედ სიგრძივ.
დაამატეთ მარილი, ყავისფერი შაქარი და ყველა ჩამოთვლილი სუნელი. ფაქიზად შეზილეთ ხელით, რომ ხახვმა წვენი გამოუშვას. დატოვეთ ასე 15 წუთით.
შემდეგ ჩაასხით ხახვის მასაში ათქვეფილი კვერცხი და მოურიეთ;
დაამატეთ ორივე სახის ფქვილი და მოზილეთ დაახლოებით ბლინების სისქის ცომი;
შეწვით ხახვის კატლეტები კარგად გაცხელებულ ზეთში. ოღონდ უკიდურესად ზომიერ ცეცხლზე, რათა ხახვი კი არ დაიწვას, არამედ კარგად მოიშუშოს - დარბილდეს.
ამის შემდეგ წვრილად დაჭერით შებოლილი მკერდი, დაყარეთ ტაფაზე და შებრაწეთ;
გამზადებულ ხორცს მოაყარეთ სეზამის თესლი;
მოალაგეთ შემწვარი ხორცის მასა ხახვის კატლეტს, მოაყარეთ ზემოდან დაჭრილი ოხრახუში და მიიტანეთ სუფრაზე. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ არაჟანი ან მაწონი.
გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0