ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში: თბილისის „დინამომ“ წააგო

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
„დინამოელებს“ А ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილი უკავიათ.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისის „დინამომ“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი А ჯგუფის აუტსაიდერ „ვასპო ჰანოვერთან“ ანგარიშით 11:14 წააგო.
„დინამოელებმა“ თამაში წარუმატებლად დაიწყეს. პირველ მეოთხედში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში სამი ბურთი გაუშვეს.
მეორე მეოთხედში ქართულმა გუნდმა უკეთესად ითამაშა და სხვაობა შეამცირა – 4:5, მაგრამ ბოლო წუთებში სტუმრებმა შედეგიანი შეტევების შედეგად ანგარიში ისევ გაზარდეს და პირველი ნახევარი მათი გამარჯვებით დამთარდა – 8:5.
მესამე მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გუნდებმა ორ–ორი გოლი გაიტანეს. მეოთხე მეოთხედში სტუმრებმა შეძლეს სამქულიანი სხვაობის შენარჩუნება და საბოლოოდ მატჩი დამაჯერებლად მოიგეს.
თბილისის „დინამო“ შემდეგ მატჩს კვლავ სახლში გამართავს და ჯგუფის ლიდერს, იტალიის „პრო რეჩოს“ შეხვდება, რომელსაც ჯერ არცერთი თამაში არ წაუგია. რაც შეეხება „დინამოელებს“, მათ А ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილი უკავიათ და მათ ანგარიშზე არცერთი ქულა არაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0