მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

18-ჯერ მეტი ენერგია: შექმნილია ულტრათხელი და უმსუბუქესი მზის პანელი

© Pixabay / mb-bnმზის ბატარეა
მზის ბატარეა - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ეს ადამიანის თმაზე უფრო თხელი პანელები ტანსაცმელზეც შეიძლება დამაგრდეს და იახტაზეც.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ულტრათხელი, მსუბუქი მზის ელემენტები შექმნეს, რომელთა მახასიათებლებმაც ტრადიციული მზის პანელები დაჩრდილა, წერს გამოცემა SciTechDaily.
ელემენტები ნანომასალებითაა დამზადებული და მზის ენერგიით იკვებება.
არსებული ინფორმაციით, ეს ადამიანის თმაზე უფრო თხელი, საოცრად გამძლე და დრეკადი ელემენტებია, რომელიც ასევე გამძლე და მსუბუქ ქსოვილზეა დამაგრებული. ეს კი მის ნებისმიერ ზედაპირზე დატანას აიოლებს.
როგორც „მზის ქსოვილის“ გამოცდამ აჩვენა, მას ერთ კილოგრამზე 730 ვატი ენერგიის გენერირება შეუძლია, რაც დაახლოებით 18-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი მზის პანელების სიმძლავრეს.
მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ მათი გამოგონება სუფთა ენერგიის მიღებისადმი მიდგომებს გლობალურად შეცვლის, ვინაიდან ასეთი მსუბუქი მზის პანელები შეიძლება ყველაფერზე დამაგრდეს — დაწყებული ტანსაცმლიდან ან მანქანის სახურავიდან, დამთავრებული იახტების იალქნებით.
ახლა მეცნიერები პანელების ეფექტურობის კიდევ უფრო გაზრდაზე მუშაობენ და ცდილობენ მაქსიმალურად გაამარტივონ „სასწაულებრივი პანელების“ შექმნის პროცესი, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაავრცელონ იგი.
წყარო: SciTechDaily
ყველა ახალი ამბავი
0