თბილისში ათასობით ოჯახს წყალმომარაგება ავარიულად შეუწყდა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიონკანი აბაზანაში
ონკანი აბაზანაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
მაგისტრალური მილი, რომლიც ავარიულად დაზიანდა, სასმელი წყლით ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს ამარაგებს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საგურამოში, სოფელ წიწამურთან ავარიულად დაზიანდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, დიდუბისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკური ჯგუფია მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 25 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 26 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II, IV-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტალის ნაწილს, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბუდაპეშტისა და ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ქავთარაძის, შავგულიძის, პოლიტკოვსკაიას, მხატვართა, ბარათაშვილის, სხირტლაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, თავხელიძის ქუჩის ნაწილს, პიკასოს, სანდრო ეულის, გელოვანის, გოძიაშვილის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; სოფელ თხინვალას, სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
გლდანის რაიონში – ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურს.
დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I კვარტლის ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, სოციალური ქსელის და ვებ-გვერდის www.gwp.ge მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0