https://sputnik-georgia.com/20230125/tbilissi-antisabwota-ajanyebis-momzadebistvis-daxvretilta-memoriali-gantavsdeba-274249100.html
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგმება
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგმება
Sputnik საქართველო
თბილისის მერია პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ამზადებს. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T18:06+0400
2023-01-25T18:06+0400
2023-01-25T21:23+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/60/248536056_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_a5e964b7a5f89f037d5c45f5e59f1706.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ვაკის პარკში დაიდგმება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.2023 წელს სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების მცდელობისთვის დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები.პარკში მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება გამოფენილი, განაცხადა თბილისის მერმა.პროექტის შემუშავებაში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით ვაკის პარკში მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების გაგება.თბილისის მერმა თავის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, სწრაფად დაიწყოს პროექტი და აღნიშნული სივრცე მოწესრიგდეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/60/248536056_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_a3df0786954e3d60a88fc1bcdff9e613.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისთვის დახვრეტილთა მემორიალი დაიდგმება
18:06 25.01.2023 (განახლებულია: 21:23 25.01.2023) თბილისის მერია პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ამზადებს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ვაკის პარკში დაიდგმება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
2023 წელს სრულდება 100 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 წევრი ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების მცდელობისთვის დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი და სხვები.
პარკში მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება გამოფენილი, განაცხადა თბილისის მერმა.
„ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და, ძირითადად, საიდუმლოდ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში მოეწყოს საინფორმაციო მემორიალი“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის შემუშავებაში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით ვაკის პარკში მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების გაგება.
თბილისის მერმა თავის მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, სწრაფად დაიწყოს პროექტი და აღნიშნული სივრცე მოწესრიგდეს.