https://sputnik-georgia.com/20230125/saqartvelos-nakrebis-kalatburtelebi-ertmanets-cempionta-ligis-matcsi-sexvdnen-274259538.html
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ
Sputnik საქართველო
„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს 1 თებერვალს თურქულ „დარიუშაფაქთან“ გამართავს. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T22:44+0400
2023-01-25T22:44+0400
2023-01-25T23:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/31/236963177_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_943c5d80a9a9d88605bf86b82b77c036.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდები – გიორგი შერმადინის „ტენერიფე" და რატი ანდრონიკაშვილისა და ტედ მაკფადენის „მურსია" შეხვდნენ.უფრო ძლიერი აღმოჩნდა შერმადინის გუნდი, რომელმაც მოიგო 85:65. შერმადინი თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 26 წუთი დაჰყო, მოაგროვა შვიდი ქულა, ექვსი მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა.„მურსიაში" მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაკფადენმა მოედანზე 15 წუთი გაატარა. მან ორი ორქულიანი ჩააგდო და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ანდრონიკაშვილმა ხუთი წუთი ითამაშა, ის ორ პასს და ერთ მოხსნას დასჯერდა.„ტენერიფე“ თავის მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაში 1 თებერვალს თურქეთის „დარიუშაფაქის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „მურსია“ ესპანეთის „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/31/236963177_140:0:1920:1335_1920x0_80_0_0_ae81279d08d502eec13191475ea38e53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაუპირისპირდნენ
22:44 25.01.2023 (განახლებულია: 23:03 25.01.2023) „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს 1 თებერვალს თურქულ „დარიუშაფაქთან“ გამართავს.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდები – გიორგი შერმადინის „ტენერიფე" და რატი ანდრონიკაშვილისა და ტედ მაკფადენის „მურსია" შეხვდნენ.
უფრო ძლიერი აღმოჩნდა შერმადინის გუნდი, რომელმაც მოიგო 85:65. შერმადინი თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 26 წუთი დაჰყო, მოაგროვა შვიდი ქულა, ექვსი მოხსნა, ერთი პასი და ერთი ჩაჭრა.
„მურსიაში" მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მაკფადენმა მოედანზე 15 წუთი გაატარა. მან ორი ორქულიანი ჩააგდო და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. ანდრონიკაშვილმა ხუთი წუთი ითამაშა, ის ორ პასს და ერთ მოხსნას დასჯერდა.
„ტენერიფე“ თავის მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაში 1 თებერვალს თურქეთის „დარიუშაფაქის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო „მურსია“ ესპანეთის „ბილბაოს“ უმასპინძლებს.