https://sputnik-georgia.com/20230125/sagarejosi-srolis-sedegad-darupulta-ojaxebi-daxmarebas-miireben-274260072.html
საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახები დახმარებას მიიღებენ
საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახები დახმარებას მიიღებენ
Sputnik საქართველო
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T23:21+0400
2023-01-25T23:21+0400
2023-01-25T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274172884_0:145:1281:865_1920x0_80_0_0_84c188c907c08df11d7c4b033d1b4ec1.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 ათას ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.მისივე თქმით, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი - უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი. დანაშაულის მოტივი ჯერ ისევ უცნობია.ამ დროისათვის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობას სამი ადამიანი აგრძელებს. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ორ-სამ დღეში გაწერენ.რაც შეეხება მესამე პაციენტს, 24 წლის გიორგი კიკნაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. თუმცა, ექიმების თქმით, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა.შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულები 24 იანვარს დაკრძალეს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274172884_30:0:1183:865_1920x0_80_0_0_410b4cf99e047841879e09e5fefdc1ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , შემთხვევები საქართველოში
საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახები დახმარებას მიიღებენ
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 ათას ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საგარეჯოს მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი - უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი. დანაშაულის მოტივი ჯერ ისევ უცნობია.
ამ დროისათვის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობას სამი ადამიანი აგრძელებს. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ორ-სამ დღეში გაწერენ.
რაც შეეხება მესამე პაციენტს, 24 წლის გიორგი კიკნაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. თუმცა, ექიმების თქმით, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა.
შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულები 24 იანვარს დაკრძალეს.