https://sputnik-georgia.com/20230125/sacxoivrebel-fartze-fasebi-tbilissi-izrdeba-statistika-274226650.html
საცხოვრებელ ფართზე ფასები თბილისში კვლავ იზრდება: ახალი სტატისტიკა
საცხოვრებელ ფართზე ფასები თბილისში კვლავ იზრდება: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T11:02+0400
2023-01-25T11:02+0400
2023-01-25T15:56+0400
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b5922532b36063b53bc6664389a8d67a.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 5,5%-ით გაიზარდა ამავე წლის მესამე კვარტალთან შედარებით, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".ინდექსის წლიურმა ზრდამ საანგარიშო პერიოდში 14,3% შეადგინა. 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ფასების ინდექსი ახალ საცხოვრებელზე მეოთხე კვარტალში 24%-ით გაიზარდა.„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 12,5%-ით.ახლად აშენებული კერძო სახლების ფასები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 18%-ით.„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახლად აშენებულ სახლებში 1 კვ.მ ე.წ. შავი კარკასის ფასია 2.595 ლარი, თეთრი კარკასის – 2.882 ლარი, ხოლო მწვანე კარკასის – 3.199 ლარი.2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვ.მ-ის ფასები ამგვარი იყო: შავი კარკასი – 2.210 ლარი, თეთრი – 2.600, მწვანე – 2.950.ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696896_264:0:2935:2003_1920x0_80_0_0_6cba8909b2076573b0951415e2f4d9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა
საცხოვრებელ ფართზე ფასები თბილისში კვლავ იზრდება: ახალი სტატისტიკა
11:02 25.01.2023 (განახლებულია: 15:56 25.01.2023) საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 5,5%-ით გაიზარდა ამავე წლის მესამე კვარტალთან შედარებით, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში. ინდექსის წლიურმა ზრდამ საანგარიშო პერიოდში 14,3% შეადგინა. 2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ფასების ინდექსი ახალ საცხოვრებელზე მეოთხე კვარტალში 24%-ით გაიზარდა.
„საქსტატის"
მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 12,5%-ით.
ბინების ფასები ახალ აშენებულ სახლებში თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 4.941 |
ვაკე | 4.204 |
საბურთალო | 3.333 |
ჩუღურეთი | 3.212 |
კრწანისი | 3.118 |
დიდუბე | 2.881 |
ნაძალადევი | 2.824 |
გლდანი | 2.698 |
ისანი | 2.668 |
სამგორი | 2.630 |
ახლად აშენებული კერძო სახლების ფასები 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 8,9%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 18%-ით.
ახალი სახლის ფასები თბილისში
რაიონი | კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი |
მთაწმინდა | 3.258 |
დიდუბე | 3.156 |
ვაკე | 3.111 |
საბურთალო | 2.857 |
კრწანისი | 2.640 |
ისანი | 2.528 |
ჩუღურეთი | 2.207 |
ნაძალადევი | 2.010 |
სამგორი | 1.901 |
გლდანი | 1.748 |
„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახლად აშენებულ სახლებში 1 კვ.მ ე.წ. შავი კარკასის ფასია 2.595 ლარი, თეთრი კარკასის – 2.882 ლარი, ხოლო მწვანე კარკასის – 3.199 ლარი.
2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვ.მ-ის ფასები ამგვარი იყო: შავი კარკასი – 2.210 ლარი, თეთრი – 2.600, მწვანე – 2.950.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.